Tuesday, June 18, 2019

"ინლაბრუსი 2019"

"Rotaty Club International"-ისა და სიქას-ს ინიციატივით, 15-16 ივნისს რუსთავში ჩატარდა "ინლაბრუსი 2019", რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისა და ახალგაზრდების პროექტების იდეების გენერირება და განაცხადების მომზადება. 
"ინიციატივების ლაბორატორიაში" 2 დღის განმავლობაში მონაწილეობას იღებდნენ 15-25 წლის ახალგაზრდები, რომლებმაც ქალაქში არსებულ გამოწვევებსა და ოთ ძირითად მიმართულებაზე იმსჯელეს: სოციალური, კულტურული, ეკონომიური გარემო და ბუნება.
"ინლაბრუსი 2019" გაიმართა რუსთავის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლებელში. იხ. ფოტოალბომი    "ინფო რუსთავის" სიუჟეტი


Tuesday, June 11, 2019

პროგრამის "მომავლის თაობა" სემესტრული შემაჯამებელი ღონისძიება ქვემო ქართლის რეგიონში


6 ივნისს, სიქას ორგანიზებით, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო განათლების პროგრამისმომავლის თაობაფარგლებში, 2019 წლი პირველი ნახევრის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
პროგრამის დირექტორმა ქვემო ქართლში წარადგინა სამოქალაქო განათლების პროგრამისმომავლის თაობამიზნები და დაგეგმილი აქტივობები, ასევე მიმოიხილა პროგრამის გავლილი ეტაპები. პროგრამის მონაწილე სკოლების მოსწავლეებმა და სამოქალაქო კლუბების წევრებმა, ქვემო ქართლის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან დამსწრეთ გააცნეს გასული პერიოდის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები. დასასრულს მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფორუმ თეატრი ბავშვზე ძალადობის თემაზე. წარმატებულ სკოლებსა და კლუბის მეურვეს გადაეცათ სიგელები.
ღონისძიებას დაესწრო სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" დირექტორი მარინა უშვერიძე, რომელიც გაეცნო პროგრამის მიმდინარეობას რეგიონში. ფოტო

Tuesday, May 28, 2019

შეხვედრა სტუმართან თემაზე "ევროკავშირი და საქართველო"

22 მაისს სიქას ორგანიზებით სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე „ევროკავშირი და საქართველო“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ინფორმირება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ.
შეხვედრაზე მოწვეული სტუმარი იყო „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი თემურ სუყაშვილი. ბატონმა თემურმა მოსწავლეებს გააცნო ევროკავშირის ისტორია, ორგანიზაციის მიზანი, ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობასა და მიღწეულ წარმატებებზე, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის თაობაზე. მოსწავლეებმა სტუმრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებს ბატონმა თემურმა გადასცა სამახსოვრო პრიზები.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის „მომავლის თაობა“ სამიზნე სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან.
ამ ღონისძიებით ქვემო ქართლის სკოლები უერთდებიან ევროპის დღეებს, რომელიც საქართველოში წელს მეშვიდედ ტარდება. ფოტო

Tuesday, May 14, 2019

სიქა-მ European Solidarity Corps ხარისხის ნიშანი Quality Label მიიღო

სიქა-მ ევროპული მოხალისეობრივი პროგრამის European Solidarity Corps ხარისხის ნიშანი Quality Label მიიღო!! რაც ნიშნავს - კიდევ მრავალ ახალგაზრდას დავეხმარებით ევროპაში მოხალისეობის გამოცდილების მიღებაში. რუსთავის მოსახლეობას კი კვლავ ექნება შესაძლებლობა ევროპელ მოხალისეებთან ერთად გაიღრმავოს საკვანძო კომპეტენციები.

Wednesday, April 17, 2019

გერმანული სააღდგომო ტრადიციების გაცნობა

16 აპრილს სიქას ოფისში წინასააღდგომო განწყობა სუფევდა. სიქას გერმანელმა მოხალისეებმა ბავშვებს ასწავლეს გერმანული წესით სააღდგომო კვერცხის მომზადება-მოხატვა და ქაღალდისგან სააღდგომო ბაჭიის დამზადება.
 ფოტოები
23 აპრილს გერმანელმა მოხალისეებმა ემიმ და იელნამ ოფისის გარეთ გერმანული ტრადიციული სააღდგომო თამაში შესთავაზეს მონაწილეებს. ბავშვებს დავალება მიეცათ მოეძებნათ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დამალული სააღდგომო კვერცხები. პატარები ხალისით ეძებდნენ და პოულობდნენ სხვადასხვა ფერის კვერცხებს და მოხალისეებისგან იღებდნენ მომდევნო დავალებას. აქტივობის დასასრულს გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს გაუმასპინძლდნენ გერმანული ტკბილეულითა და კანფეტებით. ბავშვები ძალიან კმაყოფილი და მადლიერი დარჩნენ სიქას აქტივობით. ფოტოები
გერმანელი მოხალისეები მომავალშიც გეგმავენ საინტერესო და სახალისო ღონისძიებების შეთავაზებას რუსთაველი მოზარდებისთვის.

Friday, April 12, 2019

სიქაში სააღდგომო მზადება იწყება

სიქას გერმანელი მოხალისეები ემი და იელნა გიწვევთ გერმანულ სააღდგომო დღესასწაულზე. 
თუ ხარ 7-დან 13 წლამდე ასაკის და გსურს შეიქმნათ სააღდგომო განწყობა, შემოგვიერთდით სამშაბათს 16 და 23 აპრილს, 18:00 საათზე სიქას ოფისში.
16 აპრილს მოხალისეების დახმარებით გერმანული წესით შეღებავთ სააღდგომო კვერცხებს და გააკეთებთ სააღდგომო ბაჭიას, ხოლო 23 აპრილს მოძებნით დამალულ შეღებილ კვერცხებს და ითამაშებთ სააღდგომო თამაშებს.
გავხალისდეთ აღდგომის დღესასწაულისთვის! გვეწვიეთ სიქას ოფისში მისამართზე: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი, #12-56. 
მსურველებმა სიქას FB გვერდზე კომენტარებში მონიშნეთ თქვენი თავი!

Tuesday, February 19, 2019

სიქა-ში გერმანული კარნავალისთვის მზადება იწყება


სიქა-ში გერმანული კარნავალის, იგივე “Karneval”, “Fasching”, “Fastnacht” დრო დადგა
21 და 28 თებერვალს გიწვევთ ყველას, ვისაც გსურთ გახდეთ გერმანული კარნავალის მონაწილეები. ეს ძველი ტრადიცია ზამთრის დასრულებისა და სააღდგომო მარხვის დაწყების შუა პერიოდს ემთხვევა, რათა ყველას შეეძლოს მოილხინოს და მიირთვას ის, რაც სურს. კარნავალზე დასასწრებად აუცილებელია იყოთ 6-დან 12 წლამდე ასაკის და გქონდეთ კოსტიუმი. (თქვენი საყვარელი გმირის, რომელიმე ცხოველის ან თუნდაც თქვენს მიერ შექმნილი ორიგინალური ტანსაცმელი). მსგავსის არ ქონის შემთხვევაში ჩვენი გერმანელი მოხალისეები დაგეხმარებიან თქვენით შექმნათ კოსტიუმი
21 თებერვალი - 17:00-18:00 სთ- კოსტუმების შექმნა (თუ გაქვთ ძველი ტანსაცმელი, რომელსაც აღარ ხმარობთ, შესაძლოა გამოგადგეთ კოსტიუმის შექმნისას);
28 თებერვალი - 16:30-18:00 სთ- კარნავალის აღნიშვნა გერმანული მუსიკით, ტკბილეულითა და რაც მთავარია, ბევრი თამაშით
ღონისძიებას ჩაატარებენ გერმანელი მოხალისეები ემი და იელნა. დამატებითი ინფორმაციისთვისა და კარნავალზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე- 557008757.
მისამართი: .რუსთავი, მეგობრობის . #12-56

Thursday, February 14, 2019

პროგრამა „მომავლის თაობის“ შემაჯამებელი ღონისძება ქვემო ქართლში


14 თებერვალს  მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეაჯამეს  ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორი სკოლების მიერ გასულ სემესტრში გაწეული  მუშაობა. სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები ეხებოდა გარემოსდაცვით, არჩევნებისადმი მოქალაქის დამოკიდებულების, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ჯანსაღი კვების, სკოლის გარემოს გაუმჯობესების, ინტეგრაციის, ადამიანის უფლებების, ადრეული ქორწინების თემებს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაწეულ საქმიანობას.
თამუნა ფრუიძემ, პროგრამა „მომავლის თაობის“ რეგიონული ქსელების მენეჯერმა და ინგა პაიჭაძემ, სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, პროგრამის მიმართულებებსა და საქმიანობის შედეგებზე ისაუბრეს.
წარმატებული საკლუბო/საკლასო პროექტების განხორციელებისთვის ტექნიკით დაჯილდოვდნენ ქვემო ქართლის რეგიონის 4 სკოლა და სამოქალაქო განათლების 3 პედაგოგი. ლეპტოპები გადაეცათ წალკის #2, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გათიადის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლებს, ხოლო სამოქალაქო განათლების პედაგოგებს: დიანა აროსიანს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლა, მაკა მოსახლიშვილს, რუსთავის #3 საჯარო სკოლა, და გოჰარ განდილიანს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლა, წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის გადაეცათ პლანშეტები.
ღონისძიებას დაესწრნენ რუსთავის #3, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მარნეულის რესურსცენტრისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლები.

Friday, January 18, 2019

სიქა-ს ახალი კლუბი „ინგლისურის სასაუბრო კლუბი დამწყებთათვის“


სიახლე სიქაში!
18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს, სიქა გაძლევთ შანსს შეძლოთ ინგლისური ენაზე საუბარი.
შემოგვიერთდიინგლისურის სასაუბრო კლუბში დამწყებთათვის“, სამშაბათობით დღის მეორე ნახევარში (ზუსტ დროს ჯგუფი შეარჩევს). დასრება თავისუფალია, ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულო არ არის.
შეხვედრებს ჩაატარებენ სიქას გერანელი მოხალისეები ემი და იელნა.
მსურველები დაგვიკავშირდით: 557008757