Tuesday, November 26, 2019

შეხვედრა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელთან მარნეულში

25 ნოემბერს სიქას ორგანიზებით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, პროგრამა "მომავლის თაობა"-ს სამიზნე სკოლის მოსწავლეები სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენელს მარი გვიდიანს შეხვდნენ. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქვემო ქართლის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის ექვსი საჯარო სკოლის (მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. თამარისის, წერეთლის, საიმერლოსა და ხიხანის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლები): სამოქალაქო კლუბის წევრებმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მრავალი კითხვა დაუსვეს ოჯახში ძალადობის, ნადრევი ქორწინებისა და
სექსუალური ძალადობის შესახებ. მარი გვიდიანმა ახალგაზრდებს გააცნო ძალადობის ფორმების სახეობები და დეფინიცია, მათი პრევენციისა და რეაგირების ფორმები. მოსწავლეებს გაუზიარა სტატისტიკური მონაცემები ძალადობის ფაქტების შესახებ. მოსწავლეები სემინარის შემდეგ საკუთარ სკოლებში ჩაატარებენ სხვადასხვა აქტივობებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
შეხვედრა გაშუქდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე, მარნეულის რადიოს საიტზე ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე, მარნეულის რადიოს ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე

Friday, November 22, 2019

სამოქალაქო კლუბების წევრების შეხვედრა მარნეულის მერთან

20 ნოემბერს მარნეულში სიქას ორგანიზებით პროგრამა „მომავლის თაობის“ აქტიური სამოქალაქო კლუბების წევრები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს და ადმინისტრაციის წევრებს შეხვდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის (მარნეულის #1, კასუმლოს, ალგეთის #2, აზიზქენდის, წერეთლის, თამარისის #1, ხიხანის და საიმერლოს )სამოქალაქო კლუბების წევრები შეხვდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს ბ-ნ ზაურ დარგალს, მერის მოადგილეს ახალგაზრდულ საკითხებში ადილ ალიევს და მარნეულის მუნიპალიტეტის მერიის განათლების,  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროს სპეციალისტს მარიამ ტყეშელაშვილს.
ახალგაზრდებმა ისაუბრეს თემისა და ახალგაზრდობის  აქტუალურ პრობლემებზე, მათ გადაჭრის გზებზე. მუნიციპალიტის მერმა და სამსახურების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს გააცნეს მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. ბ-ნმა ზაურ დარგალმა აღნიშნა, რომ ისინი აქტიურად ხვდებიან ადგილებზე თემის წარმომადგენლებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თემის უფროსი ასაკის წარმომადგენლების მიერ დანახული პრობლემები განსხვავდება ახალგაზრდებისათვის პრიორიტეტული საკითხებისაგან, ამიტომ საჭიროა ახლაგაზრდებთან პირისპირ შეხვედრა და საუბრები. ბ-ნმა ზაურმა ახალგაზრდებს გაუზიარა საკუთარი სამოქალაქო აქტიურობის გამოცდილება მოზარდობის ასაკიდან, აღნიშნა სამოქალაქო აქტიურობის მნიშვნელობა ახალგაზრდების თვითრეალიზაციის გზაზე. სამოქალაქო კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტების შესახებ, გაეცვნენ სხვადასხვა აქტივობებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზებისათვის სიქას ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა კავშირმა.
მედია გაშუქება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური საიტი:
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუკის გვერდი:
https://www.facebook.com/pg/marneuli.gov.ge/photos/?tab=album&album_id=2440980589498256

Tuesday, November 19, 2019

16 და 17 ნოემბერს სიქას ორგანიზებით ქ. რუსთავსა და ქ.ქუთაისში ჩატარდა ტრენინგი ახალგაზრდობის სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა. ტრენინგს დაესწრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 36 პედაგოგი, ტრენერები ცირა თავშავაძე და ნათია ნამიჭეიშვილი. ტრენინგები პროექტის "მეტი შეგვიძლია - ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში" ფარგლებში გაიმართა. ტრენინგების ციკლი სამეტაპიანია. 2020 წლის პირველ ნახევარში დაგეგმილია შემდეგი ტრენინგების ორგანიზება. პროექტი ხორციელდება გერმანული ორგანიზაციის DRA მხარდაჭერით, დამფინანსებელი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.