Monday, June 27, 2022

სიქა-ს რობოლაბის გუნდმა გაიმარჯვა მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის - WRO საქართველოს რეგიონულ ფინალში

სიქა-ს რობოლაბის ( https://www.facebook.com/siqarobolab/ ) გუნდმა გაიმარჯვა მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის - WRO საქართველოს რეგიონულ ფინალში და ასპარეზობას მიიღებს მსოფლიოს რობოტიკის ოლიმპიადაზე, რომელიც ჩატარდება გერმანიაში შემოდგომაზე.
24 ივნისს თბილისში გაიმართა მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის საქართველოს რეგიონური ფინალი 2022, რომელშიც მონაწილეობდა 21 გუნდი სამ ასაკობრივ კატეგორიაში Elementary, Junior და Senior.
სიქას რობოლაბი წარმოდგენილი იყო 3 გუნდით, 2 გუნდი კატეგორიაში Elementary და 1 – Junior. მენტორმა დავით ნამთალაშვილმა სამივე გუნდს ჩაუტარა შესაბამისი გადამზადება ev3 ტიპის რობოტთან სამუშაოდ. მოსწავლეები კარგად მოემზადდნენ და გამარჯვებასაც მიაღწიეს. გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს ოლიმპიადის ორგანიზატორებისგან გადაეცა ლეპტოპი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად.

ვულოცავთ ბავშვებს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მომდევნო შეჯიბებებში! 




Sunday, June 19, 2022

"სამოქალაქო განათლების პროგრამა" იწყება

"სამოქალაქო განათლების პროგრამა" ქვემო ქართლის 75 სკოლაში!
სიქა - პროგრამის პარტნიორი რეგიონში, სკოლების სამოქალაქო კლუბებთან და მოსწავლეთა თვითმმართველობებთან ერთად 5 წლის განმავლობაში მრავალ საინტერესო და თემისათვის სასარგებლო აქტივობების განხორციელებას გპირდებათ!

Access პროგრამის საზაფხულო სკოლა სიქა-ში დაიწყო

18 ინისს სიქა-ში დაიწყო "ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის" საზაფხულო სკოლა. 5 დღის განმავლობაში რუსთაველი მოსწავლეები ჩაერთვებიან სახალისო აქტივობებში, რაც მთლიანად ორიენტირებული იქნება სასწავლო ინფორმაციის მარტივად და ახლებურად აღქმაზე. ერთი დღე დაეთმობა ექსკურსიას. English Access Microscholarship Program - Access პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International ("პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში") ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქ.რუსთავში.  

დიდი თამაში "მომავალი ლიდერების კლუბის" წევრებისთვის

2022 წლის 11 ივნისს ქ.რუსთავის "ჩიკაგოს პარკში" ჩატარდა დიდი თამაში “კამათელი”, რომელშიც მონაწილეობდნენ სიქას 2022-წლის "მომავალი ლიდერების კლუბის" წევრები. კლუბს და აქტივობას უძღვებოდნენ სიქას ახალგაზრდა ლიდერები. თამაშ “კამათელში” გუნდები ასრულებდნენ დავალებებს, რომლებსაც აძლევდათ კონკრეტული პუნქტის ლიდერი. ამ აქტივობით დაიხურა წლევანდელი “მომავალი ლიდერები”-ს კლუბი. სექტემბრიდან გელით კლუბის ახალ სეზონზე