Tuesday, December 26, 2017

სიქაში დასრულდა "მომავალ ლიდერთა კლუბის" პირველი სეზონი

24 დეკემბერს სიქაში გაიმართა მომავალ ლიდერთა კლუბის დახურვა. 3 თვის განმავლობაში კლუბის წევრებმა გაიარეს "მომავალი ლიდერების ტრენინგ-კურსი", რომელიც მოიცავდა ლიდერობის, გუნდურობის, ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და შემოქმედებითი აზროვნების საბაზო უნარებს.
კლუბის წევრებისთვის ახალი სეზონი გაიხსნება 2018 წლის იანვრიდან. ასევე იანვარში სიქა გამოცხადებს მომავალი ლიდერების კლუბში ახალი წევრების მიღებას.

Thursday, December 21, 2017

სიქამ პროექტის "მეტი შეგიძლია" ფარგლებში კონფერენცია გამართა

15 დეკემბერს სიქას გუნდმა თბილისში, სასტუმრო ასტორიაში პროექტის "მეტი შეგიძლია" ფარგლებში კონფერენცია გამართა. კონფერეციას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორები გერმანიიდან, საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები, პროექტის კოორდინატორები და პედაგოგები საქართველოს 10 რეგიონიდან. საქართველოში პროექტის ხელმძღვანელმა ინგა პაიჭაძემ და პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ახალგაზრდული არჩევნების მონაწილე პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სააზოგადოებას გაუზიარეს U18 ახალგაზრდული არჩევნების გამოცდილება, მისი გავლენა ახალგაზრდების სამოქალაქო და საარჩევნო ცნობიერებაზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას ეძღვნება.

Tuesday, December 12, 2017

სიქამ მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენაში

2 დეკემბერს სიქას ახალგაზრდა ლიდერებმა მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო, ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენაში, რომელიც გაიმართა საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი ფარგლებში. 
საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი განახორციელა მშვიდობისა და განვითარების აკადემიამ, MeOut ასოციაციასთან (უნგრეთი) თანამშრომლობით. ფორუმში მონაწილეობას მიიღეს ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

Friday, December 1, 2017

სიქა-მ მონაწილეობა მიიღო გამოფენა-კონფერენციაში "სკოლა და არაფორმალური განათლება"

1 დეკემბერს სიქა-მ მონაწილეობა მიიღო კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველოს" მიერ ორგანიზებულ გამოფენა-კონფერენციაში "სკოლა და არაფორმალური განათლება".
გამოფენა-კონფერენციის მიზანი იყო ზოგადი განათლების სფეროში არაფორმალური განათლების შესახებ გამოცდილების გაზიარება და სკოლებთან მომუშავე არაფორმალური განათლების მიმწოდებელთა პრაქტიკის გაცნობა.