Sunday, October 27, 2013

ENO-კლუბის პირველი შეხვედრა

25 ოქტომბერს შედგა ახალგაზრდული გარემოსდაცვით ENO - კლუბის პირველი შეხვედრა. კლუბში გაწევრიანებული არიან 10-14 წლის მოსწავლეები, ყოველკვირეული საკლუბო შეხვედრების განმავლობაში არაფორმალური განათლების გზით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ საკომუნიკაციო, საპრეზენტაციო და სხვა კომპეტენციებს, დაგეგმავენ და განახორციელებენ გარემოსდაცვით აქტივობებს.

Wednesday, October 23, 2013

სემინარი FIRST AID რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის

22 ოქტომბერს სიქას რუმინელმა მოხალისემ, რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის ჩაატარა სემინარი FIRST AID, სადაც მან მოკლედ განიხილა პირველადი სამედიცინო დახმარების ძირითადი მეთოდები, თემები. მოხალისე სამოქალაქო კლუბების წევრებს ესაუბრა იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოტეხილობისას, კანის ზედაპირის დაზიანებისას, გულის წასვლისას და შოკური მდგომარეობისას, მოხალისემ ასევე განიხილა  გულის შეტევა და ეპილეფსია, გამოკვეთა ამ დაავადებათა ძირითადი სიმპტომები და ამ დაავადების მქონე ადამიანისათვის პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევის მეთოდები.
სემინარი საინტერესო გამოვიდა, იყო საკმაოდ ინტერაქტიული და თემატური სავარჯიშოებით დატვირთული. სემინარის დასრულების შემდგომ მონაწილეებს დაურიგდათ ბროშურები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ. მოხალისემ მათ შესთავაზა როლური თამაში და თავად მონაწილეებმა თავიანთი სურვილისამებრ გაუწიეს ერთმანეთს პირველადი სამედიცინო დახმარება.

Tuesday, October 22, 2013

მიმდინარეობს ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში "Migration is not a crime" სიქა-ს დელეგაციის დაკომპლექტება

გაცნობებთ, რომ 2014 წლის 8-16 აპრილს მაკედონიაში დაგეგმილია ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი "Migration is not a crime". პროექტის მთავარი თემაა ახალგაზრდების მიგრაცია, მისი ხელშემწყობი ფაქტორები, მიგრაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები. პროექტში მონაწილეობას იღებენ შვიდი ევროპული ქვეყნის 35 ახალგაზრდა, თითოეული ქვეყნიდან 4 (18-25 წლის) ახალგაზრდა და ერთი ლიდერი. სიქა-ს, როგორც პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის დელეგაციის დაკომპლექტება დასრულდება ოქტომბრის ბოლოს. 30 ოქტომბრამდე ველით პროექტში მონაწილეობით დაინტერესებული ახალგაზრდების გამოხმაურებას, მოგვაწოდეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი მაილზე siqa.org@gmail.com   subject-ში მიუთითეთ "Migration is not a crime". შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით. პროექტი ხორციელდება პროგრამის "ახალგაზრდები მოქმედებაში" ფარგლებში, ანაზღაურდება გზის ხარჯის 70%. პროექტის განმავლობაში ცხოვრება და ტრენინგები დაფინანსებულია 100%S.

სიქა-ს მოხალისეები მონაწილეობენ პროექტში ''The Rocky Road To Peace''

21 ოქტომბერს სიქას ახალგაზრდული დელეგაცია სომხეთს ეწვია პროექტში ''The Rocky Road To Peace'' მონაწილეობის მისაღებად. პროექტი ხორციელდება პროგრამა "ახალგაზრდები მოქმედებაში" - "Youth in Action" ფარგლებში. 40 ახალგზრდა რვა ევროპული ქვეყნიდან ათი დღის განმავლობაში დაესწრება ტრეინინგებსა და სამუშაო შეხვედრებს, რომელთა მთავარი თემა კონფლიქტების მოგვარება და მშვიდობის შენებაა.

Sunday, October 20, 2013

ტრენინგი ეფექტური კომუნიკაციის შესახებ

20 ოქტომბერს ჩატარდა კლუბის "უნარები პროფესიული წარმატებისათვის" მეორე ტრენინგი. ტრენინგზე განიხილეს ეფექტური კომუნიკაციის წარმართვისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორები - აქტიური მოსმენა და ყურადღება, უკონფლიქტო კომუნიკაციის მნიშვნელოვანი მახასიათებელი - ასერტიულობა, როლები კომუნიკაციის დროს და სხვა. შეხვედრა ინტერაქტიულად მიმდინარეობდა, დატვირთული იყო როლური თამაშებით, სადაც ხდებოდა განხილული თეორიების პრაქტიკული ანალიზი. კლუბის მომავალი შეხვედრა 3 ნოემბერსაა დაგეგმილი.

კლუბ "სიქა-მოგზაურის" მორიგი შეხვედრა

18 ოქტომბერს კლუბ "სიქა-მოგზაურის" მორიგი შეხვედრის მთავარი თემა იყო თანამედროვე ე.წ. ბეკფეკერი ტურიზმი. სიქა-ს პოლონელმა მოხალისეებმა ქართველ ახალგაზრდებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება მსგავსი მოგზაურობიდან, ჩაატარეს მცირე ვორკშოფი, თუ როგორ უნდა ჩაალაგოს ტურისტმა თავისი სამგზავრო ზურგჩანთა და რა აუცილებელი ნივთები უნდა იქონიოს თან.

სიქა-ს დელეგაცია დაბრუნდა საერთაშორისო პროექტიდან "Focus Green"

19 ოქტომბერს ქართული დელეგაცია, სიქას ახალგაზრდული ლიდერების ხელმძღვანელობით, დაბრუნდა საერთაშორისო პროექტიდან "Focus Green", რომელი მოეწყო სომხეთში "Youth in Action" პროგრამის ფარგლებში. პროექტში, ოთხი ქვეყნის: დანიის, ლიტვის, სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. სიქა-ს ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის ყოველი ეტაპის განხორციელებაში. პროექტში ჩართული მხარეები მომავალში კვლავ გეგმავენ ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.

ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის

19 ოქტომბერს სიქა-ს თანასწორგანმანათლებმა მარი გამსახურდიამ და გიორგი გოგაძემ ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარეს ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ - "ჯანმრთელი კვების კავშირი". ტრენინგი ჩატარდა ორგანიზაცია RTI International -თან პარტნიორობით, რომელთა მიერ მოხდა თანასწორგანმანათლებელთა გადამზადება კონკრეტული სატრენინგო მოდულის მიხედვით. ტრენინგს დაესწრნენ წალკის, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და რუსთავის მუნიციპალიტეტების "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" სამიზნე სკოლების უფროსკლასელები.

Saturday, October 19, 2013

სემინარი "ევროკავშირი და საქართველო" მარტყოფის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის

18 ოქტომბერს მარტყოფის #1 საჯარო სკოლაში სიქას ფრანგმა და რუმინელმა მოხალისეებმა ჩაატარეს სემინარი თემაზე "ევროკავშირი და საქართველო". სემინარს ესწრებოდნენ მარტოფის #1 და #2 სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები. ევროპელმა მოხალისეებმა მოსწავლეებს გააცნეს ევროკავშირის დაფუძნებისა ისტორია, მისი განვითარების პერსპექტივები.

Monday, October 14, 2013

კლუბის "უნარები პროფესიული წარმატებისთვის" მეორე შეხვედრა

12 ოქტომბერს ჩატარდა კლუბის "უნარები პროფესიული წარმატებისთვის" მეორე შეხვედრა ეფექტური კომუნიკაციის თემაზე. კლუბის წევრები გაეცნენ კომუნიკაციის ტიპებს, სხვადასხვა აქტივობების საშუალებით მონაწილეებმა იმსჯელეს ეფექტური კომუნიკაციის ხელშემწყობ და ხელშემშლელ ფაქტორებზე. შეხვედრაზე ასევე ნაჩვენები იქნა რამდენიმე მოკლე ვიდეო კომუნიკაციის თემაზე.

Sunday, October 13, 2013

სიქა-ს მოხალისეები მონაწილეობას იღებენ პროექტში "Shape your life with EVS"

სიქა-ს აქტიური მოხალისეები ნათია შუკაკიძე და ნინო ლეკიშვილი ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ევროპული მოხალისეობრივი სერვისის (EVS) ფარგლებში მონაწილეობას იღებენ პროექტში "Shape your life with EVS”. გოგონები 9 თვის განმავლობაში, სხვა ევროპელ მოხალისეებთან ერთად, ითანამშრომლებენ ვილნიუსის საგანმანათლებლო ცენტრებში, სადაც დაეხმარებიან მასპინძელ ორგანიზაციებს არაფორმალური განათლების მეთოდების დანერგვა-გამოყენებაში.

სიქა-ს ორგანიზებით ახალგაზრდები მონაწილეობენ საერთაშორისო ახალგაზრდულ გარემოსდაცვით პროექტში "Focus Green"

სიქა-ს ორგანიზებით რვა აქტიური ახალგაზრდა გაემგზავრა ერევანში დანიელი პარტნიორების მიერ განხორციელებულ საერთაშორისო ახალგაზრდულ გარემოსდაცვით პროექტში "Focus Green". პროექტში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდები ოთხი ქვეყნიდან - დანია, ლიტვა, სომხეთი და საქართველო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ლაშქრობა წახანძორში.

ნიკოლოზ წულუკიძე სტუმრად რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებთან

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სიქას ინიციატივით რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს შეხვდა ცნობილი და წარმატებული თეატრმცოდნე, ტელე-რადიო წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე.
მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე ძირითად თემაზე ისაუბრა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი წარმატების მიღწევა გახლდათ. ნიკოლოზ წულუკიძემ მოსწავლეებს კონკრეტული რჩევები მისცა, რაც დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში: აირჩიონ ერთი მიზანი ...და მიჰყვნენ არჩეულ გზას, არ ეცადნონ ბევრი სხვადასხვა საქმის გაკეთებას, რადგან ამ შემთხვევაში არცერთი საქმე გამოვა სრულყოფილად. და მთავარი, აირჩიონ ის საქმე თუ პროფესია, რომელიც მათ კარგად გამოსდით, მხოლოდ ასე თუ შეძლებენ წარმატების მიღწევას.
სტუმარმა ასევე ისაუბრა საკუთარი თავის პრეზენტაციის მნიშვნელობაზე. წამყვანმა განიხილა კონკრეტული მაგალითები თუ რა როლს თამაშობს საკუთარი თავის განსხვავებულად წარდგენა სხვადასხვა სიტუაციებში.
ნიკამ მოსწავლეებს საკუთარი ცხოვრების მთავარი დევიზიც გაუზიარა და ურჩია მათ, რომ არ ეცადნონ სხვის მიბაძვას, პირიქით ჰქონდეთ საკუთარი ინდივიდუალური სტილი.
სტუმარმა მოსწავლეების კითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრის განხილვისას მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო ის პრაქტიკული რჩევები, რომელიც ცნობილი და წარმატებული ადამიანისგან მიიღეს და რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებენ.
შეხვედრა გაიმართა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და მას  რუსთავის 10 სკოლის სამოქალაქო კლუბების 27 წევრი დაესწრო.
 

სიქა-ს ევროპელმა მოხალისეებმა რუსთავის სამოქალაქო კლუბებს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე "ევროკავშირი და საქართველო"

10 ოქტომბერს სიქას ორგანიზებით, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის სიქას რუმინელმა და ფრანგმა მოხალისეებმა ჩაატარეს სემინარი თემაზე "ევროკავშირი და საქართველო". სემინარზე განხილული იქნა ევროკავშირის ისტორია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ევროკავშირის უპირატესობები და გამოწვევები. მოსწავლეებმა მოსაზრებების დასამტკიცებლად მოიყვანეს არგუმენტები და ფაქტები. მოსწავლეებისთვის ტრენინგის თემა საინტერესო აღმოჩნდა და აღნიშნეს, რომ ახლა სიტყვა „ევროკავშირი“ მხოლოდ ტერმინი არ არის, რომელიც ხშირად ესმით, არამედ უკვე იციან მნიშვნელობა და ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ.

Monday, October 7, 2013

კლუბმა "უნარები პროფესიული წარმატებისათვის" ახალი სეზონი დაიწყო

კლუბმა "უნარები პროფესიული წარმატებისათვის" ახალი სეზონი დაიწყო. 6 ოქტომბერს ჩატარდა კლუბის საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც კლუბის წევრები გაეცვნენ კლუბის მიზნებს, დაგეგმილი ტრენინგებისა და ვორკშოპების თემატიკას. კლუბი განკუთვნილია 18-25 წლის ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ყოველკვირეული ტრენინგების საშუალებით აიმაღლებენ სხვადასხვა კომპეტენციებს, რაც დაეხმარება მათ თვითრეალიზებასა და დასაქმებაში.

"სიქა მოგზაურის" ახალი სეზონი დაიწყო

4 ოქტომბერს სიქა-ში კლუბ "სიქა მოგზაურის" ახალი სეზონი დაიწყო. კლუბის წევრები გაეცვნენ კლუბის მიზნებსა და პროგრამას. გასული სეზონების მონაწილეები დღეს კლუბში უკვე ფასილიტაციას უწევენ კლუბის ლიდერს. კლუბში აქტიურად იქნებიან ჩართულები ევროპელი მოხალისეები, რაც კლუბის წევრებს დაეხმარებათ აიმაღლონ ინგლისური ენის ფლობის დონე. "სიქა მოგზაური" ახალი - მეოთხე სეზონის განმავლობაში არაერთ საინტერესო აქტივობასა და სემინარს გეგმავს.

Sunday, October 6, 2013

რუსთავში სიქამ და სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა ცხოველთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

2013 წლის 4 ოქტომბერს, სიქა-მ  ცხოველთა მსოფლიო დღე მასშტაბური აქციით აღნიშნა.
რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური ჩართულობით მოეწყო აქცია, რომელსაც შეუერთდა ცხოველთა დაცვის რუსთავის ორგანიზაცია. მოსწავლეებმა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის დამფუძნებელთან და წევრებთან  ერთად განიხილეს ცხოველთა უფლებები და იმსჯელეს ადამიანის ვალდებულებებზე, თუ როგორ უნდა მოვექცეთ  ცხოველებს. აქციაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ამერიკელი მშვიდობის კორპუსის მოხალისეები.
აქციის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრებმა  ცხოველთა დაცვის თემაზე   მოამზადეს პოსტერები და მოეწყვეს გამოფენა-კონკურსი. დამთვალიერებელს საშუალება ქონდა ფარულ კენჭისყრაში მიეღო მონაწილეობა და ხმა მიეცა მისთვის სასურველი პოსტერისთვის. მნახველთა რჩეული პოსტერის ავტორი, მარი ყოლბაია, სერთიფიკატითა და სამახსოვრო პრიზით დაჯილდოვდა.
აქციის მიზანი იყო მოსახლეობის ყურადღების გამახვილება ადამიანის ოთხფეხა მეგობრების უფლებების დაცვაზე, ჩვენს პასუხისმგებლობაზე ცხოველების მიმართ, ქალაქში მაწანწალა ცხოველების მომრავლებაში მოსახლეობის როლზე.
1931
წლის 4 ოქტომბერს იტალიაში , . ფლორენციაში, ეკოლოგისიტების ინიციატივით პირველად აღნიშნეს ცხოველთა მსოფლიო დღე, მას შემდეგ ის საერთაშორისო დღედ იქცა და ყოველწლიურად მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.
სიქა და სამოქალაქო კლუბის წევრები ცხოველთა დაცვის თემაზე ფართო კამპანიის გამართვას გეგმავენ.
 

საქველმოქმედო კამპანია "გახდი ქველმოქმედი" გრძელდება

სიქა-ს ინიციატივით წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიის „გახდი ქველმოქმედის“ ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრები დამატებით 2 ოჯახს ესტუმრნენ. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შექმნილი რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების აქტიურობის შედეგად მოხერხდა სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახის დახმარება.
3 ოქტომბერს მოსწავლეები ორ ოჯახს ესტუმრნენ. ერთი 5 შვილიან ოჯახია, მეორე - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახი, რომელსაც 2 წლის გოგონა ჰყავთ. მოსწავლეებმა თემის დახმარებით შეაგროვეს ტანსაცმელი, საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები, რომლითაც აღნიშნულ ოჯახებს დაეხმარნენ. 
„გახდი ქველმოქმედის“ ფარგლებში მოსწავლეებმა სოციალური სააგენტოს დახმარებით შეარჩიეს სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახი და გამოიკვლიეს მათი საჭიროებები. ოჯახების დასახმარებლად მოსწავლეები ადვოკატირებას აწარმოებენ კერძო ბიზნესებთან და ურთიერთობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. 
სამოქალაქო კლუბის წევრები სოციალურ სააგენტოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას, ახალი ოჯახების საჭიროების გამოკლევას და მათ დახმარებას გეგმავენ. 
აქციაში მონაწილეობას იღებენ რუსთავის სკოლების 10-მდე კლუბის აქტიური წევრები.

Tuesday, October 1, 2013

სემინარი „საჭესთან ფხიზლად“ ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის

ა/წ 30 სექტემბერს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბოლნისის, გარდაბნისა და მარნეულის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის მოეწყო სემინარი „საჭესთან ფხიზლად“. სემინარს უძღვებოდა ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენელი მაია ქობალია.  სემინარის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ნასვამობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევევების შემცირება.
შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს მძღოლის ნასვამობის მიზეზით ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების შესახებ.  წარმოდგენილი იქნა საგზაო უსაფრთხების თემატიკის პრეზენტაცია და საინფორმაციო მასალები (ალკოსათვალეები, მაისურები, სამანქანო სტიკერები). მოსწავლეები დაინტერესდნენ ალკოსათვალეებით და თითქმის ყველა მონაწილემ მოისინჯა. ნაჩვენები იქნა საგზაო უსაფრთხოების თემატიკის რამოდენიმე საინფორმაციო ხასიათის ვიდეო. სემინარი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, მოსწავლეებს შორის მცირე დისკუსიაც გაიმართა თემაზე: რა პრევენციული ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ ავტო საგზაო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით. ქ-ნ მაიას მიერ სემინარის თემატიკასთან დაკავშირებულ დასმულ კითხვებზე სწორი პასუხებისათვის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო მაისურებით, ჩანთებითა და სტიკერებით.
სემინარის მონაწილეებს დაურიგდათ სამახსოვრო სამკერდე ნიშნები.

სემინარს ესწრებოდნენ მარნეულის #3, #5, კაზრეთის #1, #2, ბოლნისის #1, #5, რატევანის, კუმისისა და კოდის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მეურვეები და წევრები, სულ 55მონაწილე. შეხვედრა გაიმართა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც USAID დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH International. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

ტრენინგი მცირე საგრანტო პროექტების აპლიკაციების შევსებასთან დაკავშირებით ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბებისთვის

ა/წ 30 სექტემბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის კოორდინატორმა ცირა თავშავაძემ ტრენინგი ჩაუტარა ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს. ტრენინგის მონაწილენი დაწვრილებით გაეცნენ ონლაინში აპლიკაციის შევსების პროცესს, ასევე როგორ შეადგინონ პროექტის ბიუჯეტი და პროექტის განხორციელების გეგმა, როგორ იწერება თანამონაწილეობის წერილები და როგორ ატვირთონ ონლაინში.  სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლების უმეტესობა პროექტის წერის პროცესშია და მათ მიიღეს რეკომენდაციები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ტრენინგეს ესწრებოდნენ მარნეულის #3, #5, კოდის, კუმისის, კაზრეთის #1 და #2, რატევანის, ბოლნისის #1 და #5 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების მეურვეები და აქტიური წევრები, სულ 50 მონაწილე.

ტრენინგის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციები  ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება 6 ოქტომბრის ჩათვლით - მცირე გრანტების კონკურსის დედლაინამდე.