გაცნობებთ, რომ 2014 წლის 8-16 აპრილს მაკედონიაში დაგეგმილია ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი "Migration is not a crime". პროექტის მთავარი თემაა ახალგაზრდების მიგრაცია, მისი ხელშემწყობი ფაქტორები, მიგრაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები. პროექტში მონაწილეობას იღებენ შვიდი ევროპული ქვეყნის 35 ახალგაზრდა, თითოეული ქვეყნიდან 4 (18-25 წლის) ახალგაზრდა და ერთი ლიდერი. სიქა-ს, როგორც პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის დელეგაციის დაკომპლექტება დასრულდება ოქტომბრის ბოლოს. 30 ოქტომბრამდე ველით პროექტში მონაწილეობით დაინტერესებული ახალგაზრდების გამოხმაურებას, მოგვაწოდეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი მაილზე siqa.org@gmail.com subject-ში მიუთითეთ "Migration is not a crime". შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით. პროექტი ხორციელდება პროგრამის "ახალგაზრდები მოქმედებაში" ფარგლებში, ანაზღაურდება გზის ხარჯის 70%. პროექტის განმავლობაში ცხოვრება და ტრენინგები დაფინანსებულია 100%S.
No comments:
Post a Comment