სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Thursday, February 10, 2022
რობოტექნიკის კლუბის შეხვედრები სიქა-ში
Friday, February 4, 2022
სიქა-ს კლუბები
2022 წლის იანვრიდან სიქა-ს ოფისში განახლდა კლუბები მოსწავლეებისთვის, რომელსაც უძღვებიან სიქა-ს გერმანელი მოხალისეები.
სამშაბათი 12:00 - ინგლისური ენის კლუბი, მონაწილეთა ასაკი 6-7 წელი
ოთხშაბათი 12:00 - ინგლისური ენის კლუბი , მონაწილეთა ასაკი 8-10 წელი
ხუთშაბათი 17:15 - ხელნაკეთი ნივთების კლუბი, მონაწილეთა ასაკი 6-10 წელი
პარასკევი 17:00 - გერმანული ენის კლუბი, მონაწილეთა ასაკი 11+ წელი
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ სიქას ფეისბუკის გვერდზე https://www.facebook.com/SIQA.Main ან დაგვირეკეთ ტელეფონზე 599433848
Tuesday, October 19, 2021
ახალგაზრდულმა მუშაკებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგ კურსში "Pale Blue Dot"
სიქამ შესაძლებლობა მისცა 4 ახალგაზრდულ მუშაკს საქართველოდან მონაწილეობა მიეღო ტრენინგ კურსში „Pale Blue dot”. ტრენინგი რუმინეთის დედაქალაქში ბუქარესტში ჩატარდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდულ მუშაკებში ანტიდისკრიმინაციული უნარების განვითარებას.
Tuesday, October 12, 2021
სასწავლო ტური ვიშეგრადის ქვეყნებში
“სიქა” სლოვაკური ორგანიზაციის “LEGEND FOTO”-ს ლიდერობით ახორციელებს პროექტს "Carpathian and Caucasian Youth Initiatives Project"


Friday, September 17, 2021
რუსთავში იწყება „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა“ /English Access Microscholarship Program
რუსთაველი მოზარდებისთვის ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და ა.ა.ი.პ. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით იწყებს „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Microscholarship Program).
„ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Micro-scholarship Program – Access) უკვე მრავალი წელია (2010 წლიდან) ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი („პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში“), ამერიკის საელოჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა 13-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის ეკონომიკურად და სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან. პროგრამაში ჩართული ბავშვები, ინგლისური ენის შესწავლასთან ერთად განივითარებენ ლიდერის თვისებებს, შესაძლებლობა ექნებათ შეაფასონ თავიანთი უნარ-ჩვევები, დაისახონ მიზნები და ჰქონდეთ სწრაფვა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიალურად გამოვლენისკენ.
პროგრამა ორწლიანია და მოიცავს სწავლების 4 სემესტრს (420 კონტაქტურ სასწავლო საათი).
- პირველი სემესტრი: ოქტომბერი-დეკემბერი 2021
- მეორე სემესტრი: იანვარი-ივნისი 2022
- მესამე სემესტრი: სექტემბერი-დეკემბერი 2022
- მეოთხე სემესტრი: იანვარი-ივნისი 2023
ორწლიანი პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ამერიკის ელჩის მიერ ხელმოწერილი სერთიფიკატები.
25 მონაწილის არჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე. შერჩეული მოსწავლეები გადანაწილდებიან ორ ჯგუფში წინასწარი ტესტირების საფუძველზე, ისე, რომ თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს 13-ს. პროგრამის მონაწილეებს ორსაათიანი ინგლისურის გაკვეთილები ჩაუტარდება კვირაში სამჯერ, არასასკოლო საათებში.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია, რომლის ელ.ვერსია დაგზავნილია ქ.რუსთავის საჯარო სკოლებში. აპლიკაციის მიღება ასევე შესაძლებელია სიქას ოფისში 12:00-17:00 სთ-ში შაბათ-კვირის გარდა. მისამართი: ქ.რუსთავი, მეგობრობის ქ. #12-56. შევსებული აპლიკაციისა და თანდართული დოკუმენტების (დოკუმენტების ჩამონათვალი მითითებულია აპლიკაციაში) მიღება დასრულდება ა/წ 24 სექტემბერს.
კონკურსი ღიაა ნებისმიერი პიროვნებისათვის, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ასაკი: | 13-16 წლის
|
ინგლისური ენის ცოდნა: | შერჩეული მოსწავლე უნდა ფლობდეს ინგლისურს საბაზისო დონეზე მაინც |
სოციო-ეკონომიკური სტატუსი: | დაბალი ან ქვედა-საშუალო ფენიდან/ ეკონომიკურად შეჭირვებული და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახიდან |
აკადემიური მოსწრება: | შერჩეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების დონე სკოლაში უნდა შეესაბამებოდეს 7 ქულას მაინც (10 ქულიან სისტემაში)
|
ყოფაქცევა: | შერჩეული მოსწავლის ყოფაქცევა სკოლაში შეფასებული უნდა იყოს, როგორც მისაღები/დამაკმაყოფილებელი მაინც
|
არასრულყოფილი აპლიკაციები არ განიხილება
Thursday, May 20, 2021
პროექტის "დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით" შემაჯამებელი ღონისძიება
18 მაისს სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ შეაჯამა პროექტის "საქართველოში სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობით" და "დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით" მიმდინარეობა. შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა ქ. მარნეულში, ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“-ის წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ 5 ვორკშოპ/დოკუმენტური ფილმების განხილვას ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნოსის 30-ზე მეტი ახალგაზრდა და ქალი დაესწრო. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ისაუბრეს ვორკშოპებზე მიღებულ ცოდნასა და უნარებზე. სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენელმა, იურისტმა მურადხან გუსეინოვმა ისაუბრა საქართველოს კანონმდებლობით ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამების დანაშაულზე არსებულ სასჯელზე. ჩატარებული სემინარებისა და დოკუმენტური ფილმების განხილვით მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეებმა მოამზადეს პოსტერები მედიაწიგნიერების თემაზე, მოეწყო პოსტერების გამოფენა.




