სიქა-ს მისია
"სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია" არის არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც 1999 წლიდან მოქმედებს საქართველოსა და საქართველოს საზღვრებს გარეთ.
სიქა საზოგადოების სასიკეთო ცვლილებებისადმი მოტივირებულ წევრებში (ასაკის შეუზღუდავად) არაფორმალური განათლების გამოყენებით ხელს უწყობს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ასევე ინოვაციური ან აპრობირებული სწავლებისა და სწავლის ფორმების დანერგვას, რათა მოხდეს პიროვნების აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ მოქალაქედ ჩამოყალიბება.
სიქას მიზნები:
ეკოლოგიური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, სათემო, კულტურული, ანტიკორუფციული, ახალგაზრდული და სხვა საკითხების მოგვარების ხელშეწყობა საგანმანათლებლო საქმიანობით; სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა; საქართველოში საგანმანათლებლო და დემოკრატიული პრინციპების დანერგვა.
სიქა-ს საქმიანობები:

- მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდებისთვის ღონისძიებებისა და ბანაკების მოწყობა;
- კლუბების მუშაობა (დებატები, ეკოლოგიური, სამოქალაქო, თანამშრომლობითი საგანმანათლებლო პროგრამები);
- მოქალაქეთა სხვადასხვა ფენების ჩართულობის გაზრდის მიზნით ღონისძიებების მოწყობა;
- ქართველი მოხალისეების ჩართვა საერთაშორისო პროექტებში;
- უცხოელი მოხალისეების მონაწილეობა ლოკალურ პროექტებში;
- უცხოური პროგრამების ადაპტირება ქართული გარემოსთვის.
Cangress
ReplyDelete