Monday, November 21, 2016

ქვემო ქართლის მოსწავლეების ვიზიტი GDS-ის ტელევიზიაში


18 ნოემბერს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში მოეწყო ვიზიტი GDS-ის ტელევიზიაში. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: თელეთის, ჯანდარას და ნაზარლოს საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა.
ვიზიტის მონაწილეებს უმასპინძლა და GDS-ის შიდა სამზარეულოში ჩაახედა მენეჯერმა ნათია ბოლქვაძემ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა გადაცემების ჩაწერისათვის განკუთვნილი სტუდიები, სამონტაჟოები, ხმის ჩამწერი, გრაფიკული დიზაინის და საანონსო განყოფილებები და გაიცნეს ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ დაკავებულია ამა თუ იმ საქმიანობით. GDS-ის თანამშრომლებმა ვიზიტის მონაწილეებს გააცნეს მათი საქმიანობის ძირითადი ასპექტები და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს. ვიზიტის მონაწილეებს საშუალება მიეცათ შიგნიდან ენახათ ტელევიზიის მუშაობა და ესაუბრათ მათთვის საყვარელი გადაცემების შემქმნელებთან. მოსწავლეებისათვის ეს სტუმრობა ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი გამოდგა. ვიზიტის ბოლოს მონაწილეებმა GDS-გან სიმბოლური საჩუქრებიც მიიღეს. ვიზიტი მოეწყო ტელევიზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 21 ნოემბერს აღინიშნება.
სამოქალაქო განათლების პროგრამას "მომავლის თაობა" ახორციელებს PH International  აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

No comments:

Post a Comment