Friday, July 26, 2013

"სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2013-"ის მესამე ნაკადი დაიწყო

26 ივლისს დაიწყო სიქა-ს მიერ ორგანიზებული "სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2013-"ის მესამე ნაკადი. ბანაკი იმართება "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც USAID დაფინანსებით PH-International ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების ბანაკს სიქა უკვე მერვედ აწყობს, ბანაკის ყველა ნაკადის მონაწილეთა რიცხვმა უკვე 700-ს გადააჭარბა.
18-23 ივლისს სიქა-ს ორგანიზებით  სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკის მეორე ნაკადი მოეწყო. ბანაკში მონაწილეობდნენ მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს 11 რეგიონიდან - სულ 91 მონაწილე. ბანაკში მონაწილეები შეხვდნენ მოწვეულ სტუმრებს - გადაცემა ეტალონის წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს, კალათბურთელ ანატოლი ბოისასა და მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს. სტუმრებმა ისაუბრეს განათლებისა და სამოქალაქო აქტიურობის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის როლზე სათემო პრობლემების მოგვარებაში.
სამოქალაქო განათლების ბანაკი პროგრამის ფარგლებში უკვე მესამე წელია იმართება.

Saturday, July 20, 2013

სამოქალაქო კლუბების წევრთა ინიციატივით რუსთავში ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა

13, 14, 15 ივლისს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რუსთავის ალიევის სახელობის პარკში  ჭადრაკის ჩემპიონატი მოეწყო.
ჩემპიონატის ორგანიზების ინიციატივა რუსთავის სამოქალაქო კლუბების აქტიურმა წევრებმა გამოთქვეს, რომელთაც სურდათ ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქის ახალგაზრდობას შანაარსიანად გაეტარებინათ დრო. სამოქალაქო კლუბების წევრების ინიციატივას გამოეხმაურნენ სიქა-ს რუმინელი მოხალისეებიც.
მოსწავლეებმა პირველ ეტაპზე ქალაქის თვითმმართველობასთან ითანამშრომლეს და ჩემპიონატის ჩატარების ნებართვა აიღეს. შემდეგ ინფორმაცია გაავრცელეს და მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყეს.
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო რუსთავის 30-მდე ახალგაზრდამ, მათ შორის იყვნენ სხვადასხვა სამოქალაქო კლუბის წევრი და თემის წევრებიც.
ჩემპიონატი 3 დღეს გაგრძელდა. ფინალურ ეტაპზე 3 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ყველა მონაწილეს კი მონაწილეობის სერთიფიკატი გადაეცათ. ჩემპიონატის მიმდინარეობა გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით.
ფეტივალმა მოსახლეობის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა და გამოთქვეს სურვილი მსგავსი აქტივობები კიდევ ჩატარდეს.
სამოქალაქო კლუბის წევრები კი მზად არიან დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სათემო  აქტივობები.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს ორგანიზაციაPH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) დაფინანსებით. სიქა  წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

Wednesday, July 17, 2013

ფოლკლორული ფესტივალი ლოძში დასრულდა

სიქა-ს ფოლკლორულმა გუნდმა დაასრულა წარმატებული გამოსვლა პოლონეთში, ქ. ლოძში ორგანიზებულ საერთაშორისო ფესტივალზე. ესპანეთის, იტალიის, სერბიის, უკრაინის, ინდოეთისა და ბულგარეთის ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად სიქა-ს გუნდმა პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში წარადგინა მშობლიური ქვეყნის კულტურა. სიქა-ს გუნდმა პირველ საერთაშორისო ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა.

საზაფხულო ბანაკი ქობულეთში


გსურთ გაატაროთ ზაფხულის ცხელი დღეები აქტიურად და სასიამოვნოდ?
მაშინ განაგრძეთ კითხვა.
SIQA- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, EMT- განათლების და მართვის გუნდი და CISV-საქართველო გაძლევთ უნიკალურ შანსს მოხვდეთ ქობულეთის საზაფხულო ბანაკში. ბანაკი გაგრძელდება 7 დღის განმავლობაში და დატვირთული იქნება მხიარული და ენერგიული საბანაკე აქტივობებით, საინატერესო დავალებებითა და თავგადასავლებით. ასევე დაგეგმილია ზღვის სანაპიროზე გასვლა, ცურვა, გარუჯვა და ბევრი გართობა.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 10 წლის ზევით.
ნაკადები დაკომპლექტდება ასაკობრივი ნიშნის მიხედვით.
ბანაკის ღირებულებაა 298 ლარი, რომელშიც შედის მგზავრობა, კვება, სასტუმრო და პერსონალის მომსახურება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 593 76 34 05, 599 455 233, 555 56 98 75
E-mail: siqacamp@gmail.com

ჭადრაკის ღია ჩემპიონატი

სიქა-ს ქართველი და უცხოელი მოხალისეების ინიციატივითა და ქ. რუსთავის სამოქალაქო კლუბების წევრების აქტიურობით 12,13,14 ივლისს მოეწყო ჭადრაკის ღია ჩემპიონატი ქ. რუსთავის ფ. ალიევის სახელობის პარკში. ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი 30-მდე მონაწილემ გამოთქვა. გამარჯვებული მოყვარული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით. 

Monday, July 15, 2013

"წუწაობა ფართი"

14 ივლისს სიქას მოხალისეებმა სიქას მხარდაჭერით მერიის წინ მდებარე სკვერში, შადრევანთან მოაწყვეს "წუწაობა ფართი". ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო რუსთაველი ახალგაზდობა, შედგა რამოდენიმე აქტივობა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები, გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური პრიზები. წუწაობა მერიის წინ შადრევანის მიმდებარე ტერიტორიაზე 12-დან 3 საათამდე გაგრძელდა და მასში 40-ზე მეტმა რუსთაველმა ახალგაზრდამ მიიღე მონაწილეობა.

Friday, July 5, 2013

სიქა-ს მოხალისეები ქალაქ ვალჩეაში

სიქა-ს ქართველი მოხალისეები საბა ფაშურიშვილი და დარინა ხუბაშვილი რუმინეთის ქალაქ ვალჩეაში EVS - ევროპული მოხალისეობრივი სერვისის ფარგლებში შეუდგნენ მოხალისეობრივ საქმიანობას პროექტის ფარგლებში "Active Participation for Rural Development". ქართველი მოხალისეები 7 თვის განმავლობაში აქტიურად ჩაერთვებიან რუმინეთის ვალჩეას მხარის სამოქალაქო მონაწილეობის პროექტის განხორციელებაში.

სიქა-ს ფოლკლორული გუნდი პოლონეთში გაემგზავრა

სიქა-ს ფოლკლორული გუნდი პოლონეთში გაემართა ქალაქ ლოძში 30-ე საერთაშორისო კულტურულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ფესტივალში მონაწილეობას 8 ქვეყნის ფოლკლორული გუნდი იღებს, რომლებიც პოლონეთის სხვადასხვა ქალაქების მაცხოვრებლებს მშობლიური ქვეყნის ცეკვებსა და სიმღერებს გააცნობენ.