Sunday, January 31, 2016

სასწავლო ვიზიტი "დემოკრატიის კულტურა" დანიაში


დანიის გაერთიანებული ერების ასოციაციამ ინტერკოლეჯთან თანამშრომლობით დანიაში ჩაატარა სასწავლო ვიზიტი სახელწოდებით „დემოკრატიის კულტურა“, რომლის პირველი ნაწილიც ქალაქ სლეტესლენდში, მეორე კი დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა. პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას საქართველოდან წარმოადგენდა სიქა (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია), რომლის მეშვეობითაც ტურში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მართვის გუნდის EMT-ს წარმომადგენლებმა მარიდეა გელაშვილმა და ლალი თვალიაშვილმა და საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის პროექტების მენეჯერმა ნინო მღებრიშვილმა. სასწავლო ტურში 15 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია იყო ჩართული.
პროექტის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური სემინარები, პრეზენტაციები და შეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პროექტის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დანიის მაგალითზე გაცნობოდნენ დემოკრატიულად განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო მართვის სტრუქტურას, მიეღოთ მათგან რჩევები და გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება სხვადასხვა მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შორის. 
მონაწილეები ასევე გაეცვნენ დანიისა და სხვა ქვეყნების კულტურულ თავისებურებებს. ამასთანავე საფუძველი ჩაეყარა სასწავლო ვიზიტში მონაწილე ორგანიზაციებს შორის სამომავლო პროექტების იდეებს.

Monday, January 25, 2016

სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" შემაჯამებელი ღონისძიება მარნეულში

25 იანვარს სიქა-ს ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ჩატარდა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" შემაჯამებელი ღონისძიება. 
ღონისძიების ფარგლებში პროგრამის დირექტორმა ქვემო ქართლში, წარადგინა 2015 წლის ივლისი–დეკემებრში ქვემო ქართლში მიღწეული შედეგები. შეხვედრაზე სამიზნე სკოლების აქტიურმა მოსწავლეებმა აუდიტორიას მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები გააცნეს. 
სკოლების წახალისების მიზნით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯევებული სამოქალქო კლუბები, სკოლები, მოსწავლეები, სამოქალქო კლუბის ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები. ფოტო

საქართველოს EVS კოორდინატორების ტრენინგი

22-24 იანვარს რუსთავში გაიმართა საქართველოს EVS კოორდინატორების ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდა სიქას EVS კოორდინატორი ნინო ლეკიშვილი და EVS აკრედიტატორი, სიქას აღმასრულებელი დირექტორი ინგა პაიჭაძე. ტრენინგის ფარგლებში კოორდინატორებმა ისაუბრეს EVS პროგრმაზე. მის სირთულეებზე და პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა საშუალებებზე. Salto EECA ოფისის ხელმძღვანელმა მონაწილეებს გააცნო EVS პროგრამის მიმდინარე სტატისტიკა და სიახლეები. კოორდინატორები შეხვდნენ ქართველ EVS აკრედიტორებს. შეხვედრის დრო მოხდა EVS პროგრამის სიღრმისეული განხილვა, მის მიზნებზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარი. ტრენინგის შედეგად კოორდინატორებმა უკეთ გაიცნეს ერთმაეთი, გაუზიარეს გამოცდილება და ისაუბრეს მომავალ მიზნებზე.

Saturday, January 23, 2016

პროგრამა "მომავლის თაობის" შემაჯამებელი ღონისძება ბოლნისში


22 იანვარს სიქა-ს ორგანიზებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მოეწყო სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" შემაჯამებელი ღონისძიება", შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა 2015 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში ქვემო ქართლში მიღწეული შედეგები. სამიზნე სკოლების მოსწავლეებმა აუდიტორიას გააცნეს მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები. დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სკოლები,მოსწავლეები და მასწავლებლები.
ღონისძიებას დაესწრნენ პროგრამის სამიზნე სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები, ბოლნისის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და რესურსცენტრის წარმომადგენლები. ფოტო

Sunday, January 17, 2016

18 იანვარს იწყება სიქას კლუბების ახალი სეზონი

მათთვის ვინც მოუთმენლად ელოდით:
18 იანვარს იწყება სიქას კლუბების ახალი სეზონი.
ორშაბათი - English Conversation club - 16:30 საათზე
სამშაბათი- გერმანული ენის კლუბი - 16:30 საათზე
ოთხშაბათი-ხელნაკეთი ნივთების კლუბი: პირველი ჯგუფი - 16:00 საათზე, მეორე ჯგუფი- 17:30 საათზე.
კლუბების წევრებს გელით სიქას მეგობრულ ოფისში მისამართზე მეგობრობის 12/56.

2015 წლის სიქას მოხალისე თამარ ქურდაძე

სიქას გუნდმა შეაჯამა 2015 წლის განმავლობაში ორგანიზაციის აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობა და აქტიურობა. გასული წლის განმავლობაში სიქასთან ერთად საზოგადოებისათვის სასარგებლო და უანგარო საქმიანობისათვის 2015 წლის სიქას მოხალისედ დასახელდა აქტიური ახალგაზრდა თამარ ქურდაძე. სიქას გუნდი მადლობას უხდის თამუნას გამოვლენილი ენთუზიაზმისა და მოხალისეობისათვის. მას გადაეცა სიქას წლის მოხალისის სიგელი. და სამახსოვრო საჩუქარი.

Monday, January 4, 2016

გილოცავთ ახალ 2016 წელს!

სიქა გილოცავთ ახალ 2016 წელს! 
მშვიდობის, წარმატებების, კეთილდღეობისა და სიყვარულის წელს გისურვებთ!!!