სიქა-ს სამიზნე სკოლის გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ერთსულოვნება“ წარმატებული საქმიანობისათვის „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში ტექნიკის შთამბეჭდავი პაკეტი მიიღო საჩუქრად.
კლუბის წევრება გადაწყვიტეს მიღებული ტექნიკით სარგებელი თემის წევრებსაც ენახათ, საჭიროებების ანალიზის შედეგად მათ აღმოაჩინეს- გარდაბნის საბავშო ბაღებში არ არის მედია საშუალებები, რათა პატარებმა ერთად ნახონ და განიხილონ ანიმაციური ფილმები, რაც ხელს შეუწყობდა პატარების განათლებას, სხვადასხვა ეროვნების ბავშვების ინტეგრაციას, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ პატარებში ქართული ენის ცოდნის ამაღლებას.
კლუბ „ერთსულოვნების“ წევრები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორს ბ-ნ ჯემალ დავითაძეს ეწვივნენ, სთხოვეს დახმარება და შუამდგომლობა, გარდაბნის საბავშო ბაღებთან თანამშრომლობის შესახებ. ბატონი ჯემალის დახმარებით კლუბის წევრები 11 დეკემბერს გარდაბნის #3 ბაგა-ბაღს ეწვივნენ, სადაც ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი, აისორი და სხვა ეროვნების პატარები ერთად იღებენ სკოლამდელ განათლებას. კლუბის წევრებმა ბავშვებს აჩვენეს რამდენიმე ანიმაციური ფილმი. ღონისძიებამ პატარების დიდი აღტაცება გამოიწვია.- საბავშვო ბაღში არ არის ტექნიკური საშუალებები მსგავსი აქტივობებისათვის, გარდა იმ დიდი ემოციისა, რაც 110-მა პატარამ მიიღო ფილმების ერთობლივი ყურებით, მსგავსი სეანსები ძალიან უწყობს ხელს პატარების განვითარებას, დაახლოებას და სხვადასხვა ეთნოსების კულტურათა გაცვლას. მსგავს ჩვენებების შემდეგ ვაწყობთ ანიმაციური ფილმების განხილვას, ანალიზს, პატარები ივითარებენ დისკუსიისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს. ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს, კლუბის წევრებმა მსგავსი ჩვენებები ხშირად მოაწყონ ჩვენს ბაღში. - აღნიშნეს ჩვეთან საუბარში ბაღის აღმზრდელებმა და მასწავლებლებმა.
კლუბის წევრები ჩვენების შემდეგ ბაღის სხვა პრობლემებსაც გაეცვნენ და დახმარება აღუთქვეს ბაღის ეზოს მოწესრიგებასა და საბავშვო მოედნის მოწყობაში.
კლუბ „ერთსულოვნების“ წევრებმა, ბავშვებისა და აღმზრდეელბისაგან ასეთი პოზიტიური უკუკავშირის შედეგ გადაწყვიტეს კლუბის ტექნიკის გამოყენებით მსგავსი ჩვენებები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვა საბავშვო ბაღებშიც მოაწყონ.

No comments:
Post a Comment