14 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით ჩატარდა სოც. მედიის ტრენინგი რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ვიდეოს დამუშავებას პროგრამა Movie maker-ში და მის ატვირთვას ონლაინში პორტალზე Youtube.com. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ კლუბის აქტივობების გაშუქებისას.
ტრენინგის დასასრულს სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებს გადაეცათ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია PH International-ის მიერ გამოცემული აქტიური მოქალაქის სახელმძღვანელო "ვიდეო ადვოკატირება".
ტრენინგს დაესწრო რუსთავის #2, #17, #21 და #26 საჯარო სკოლების 6 მონაწილე.
19 თებერვალს სიქაში დაგეგმილია ანალოგიური ტრენინგი, ხოლო 21 თებერვალს - მორიგი სოც.მედიის ტრენინგი თემაზე "როგორ გადავიღოთ ვიდეო".
No comments:
Post a Comment