Tuesday, February 25, 2014

სიქა-ს გუნდმა მონაწილეობა მიიღო სასკოლო სამოქალაქო კლუბების გამოფენაში


სიქა-ს გუნდმა რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებთან ერთად მონაწილეობა მიღო 2014 წლის 20 თებერვალს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართულ სასკოლო სამოქალაქო კლუბების გამოფენაში, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ მედიის წარმომადგენლები. 
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტების ამსახველი ფოტო გამოფენა. მოსწავლეეებმა ჟურნალისტებს თავად გააცნეს საზოგადოების სასარგებლოდ მათ მიერ განხორციელებული პროექტები და ინიციატივები. რუსთავის გუნდმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა სიქა-ს მიერ ორგანიზებული სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში შემუშავებული და განხორციელებული წარმატებული პროექტი "უსაფრთხო წრიული", რომლის ფარგლებში ქ. რუსთავში, მე12 მკრ-თან მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩების გადაკვეთაზე მოწესრიგდა საგზაო მოძრაობა - დაიხაზა ორი ზებრა გადასასვლელი, წრიული და დაიდგა 9 საგზაო ნიშანი.

No comments:

Post a Comment