30 მარტს სიქას მოხალისეებმა მარი გოგუაძემ და ნათია შუკაკიძემ რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩაატარეს შეხვედრა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, სამდღიანი ტრენინგზე დაყრდნობით, რომელიც მათ ქობულეთში მსოფლიო ბანკისა და "ახალგაზრდული ხმების" ორგანიზებით ჩაუტარდათ. შეხვედრას ესწრებოდნენ მონაწილეები სიქა-ს კლუბიდან "უნარები პროფესიული წარმატებისთვის". ტრენინგი 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, იყო დატვირთული როგორც ინფორმაციულად, ისე სხვადასხვა აქტივობებით, ვიდეო ჩვენებითა და დისკუსიით. მონაწილეებმა მეტი გაიგეს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სგგი და როგორ ავიცილოთ თავიდან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. მონაწილეები საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში, რამაც ძალიან შეუწყო ხელი ტრენინგის საინტერესოდ განვითარებას. უახლოეს მომავალში იგეგმება მსგავსი შეხვედრა სამოქალაქო განათლების კლუბების წევრებთანაც.
No comments:
Post a Comment