Tuesday, April 30, 2013

ახალგაზრდული ფორუმის პირველი ეტაპი მარნეულში


2013 წლის 25 აპრილს , სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმის პირველი ეტაპი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მარნეულის, ბოლნისის, წალკის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების სამიზნე სკოლების 78 -მა მოსწავლემ და პედაგოგმა. მონაწილეთა შორის 40 ფორუმის დელეგატი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი გახლდათ (20 აზერბაიჯანელი, 1 ბერძენი და 19 სომეხი ეროვნებისა).
ფორუმის მიზანი იყო მუნიციპალიტეტების მიხედვით თემში არსებული  ყველაზე  აქტუალური პრობლემების გამოვლენა, პრობლემების  მოგვარების გზებზე მუშაობა და სხვადასხვა სტრუქტურებიდან და გადაწყვეტილების მიმღებ პირთაგან მხარდაჭერის მოპოვება. ხუთმა სამუშაო ჯგუფმა სხვადასხვა სფეროში გამოავლინა თემში არსებული საჭიროებები, ფორუმის განმავლობაშ დაიწერა 5 პროექტი გარემოს დაცვის, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის, ძალადობის, საგზაო ინფრასტრუქტურისა , ახალგაზრდების თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით. ფორუმს ეწვივნენ  ქვემო ქართლის სამხარეო   ადმინისტრაციის, ბიზნესისა და ადგილობრივი არასამთავრობო სტრუქტურების წარმოამდგენლები, რომლებმაც მოიწონეს და მხარი დაუჭირეს ახალგაზრდების ინიციატივებს.  ფორუმის დელეგატებმა შეიმუშავეს ინიციატივების განხორციელებისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რათა მაისი თვეში შეძლონ წარმატებით განახორციელონ საპროექტო ინიციატივები.
სიქა ქვემო ქართლის რეგიონში ახალაგაზრდული ფორუმის მეორე ეტაპს 27 აპრილს გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სამიზნე სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.

No comments:

Post a Comment