Thursday, May 20, 2021

პროექტის "დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით" შემაჯამებელი ღონისძიება

18 მაისს სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ შეაჯამა პროექტის "საქართველოში სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობით" და "დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით" მიმდინარეობა. შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა ქ. მარნეულში, ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“-ის წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ 5 ვორკშოპ/დოკუმენტური ფილმების განხილვას ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნოსის 30-ზე მეტი ახალგაზრდა და ქალი დაესწრო. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ისაუბრეს ვორკშოპებზე მიღებულ ცოდნასა და უნარებზე. სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენელმა, იურისტმა მურადხან გუსეინოვმა ისაუბრა საქართველოს კანონმდებლობით ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამების დანაშაულზე არსებულ სასჯელზე. ჩატარებული სემინარებისა და დოკუმენტური ფილმების განხილვით მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეებმა მოამზადეს პოსტერები მედიაწიგნიერების თემაზე, მოეწყო პოსტერების გამოფენა.

პროექტი "საქართველოში სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობით" და "დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით" მხარდაჭერილია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (MFA) TRANSITION-ის პროგრამის და USAID-ის მიერ.

Sunday, May 16, 2021

პროგრამის "მომავლის თაობა" შემაჯამებელი ღონისძიება ქვემო ქართლში

 14 მაისს სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო პროგრამის "მომავლის თაობა" შემაჯამებელი ღონისძიება ქვემო ქართლის რეგიონში. შეხვედრა გაიმართა ქ.მარნეულში ათა ჰოლდინგ ცენტრში. სიქას აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ შეაჯამა 2018-2021 წლების მუშაობა, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, წალკისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს წარმატებული საკლუბო და საკლასო ინიციატივები, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორმა ქვემო ქართლის რეგიონში ლიანა ღუღუნიშვილმა ისაუბრა ფორუმის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე, ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულ სკოლებსა და პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა PH International-ის წარმომადგენელმა, პროგრამის "მომავლის თაობა" რეგიონული პანიორი ორგანიზაციების ქსელის მენეჯერმა თამუნა ფრუიძემ.

სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.