Sunday, May 16, 2021

პროგრამის "მომავლის თაობა" შემაჯამებელი ღონისძიება ქვემო ქართლში

 14 მაისს სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო პროგრამის "მომავლის თაობა" შემაჯამებელი ღონისძიება ქვემო ქართლის რეგიონში. შეხვედრა გაიმართა ქ.მარნეულში ათა ჰოლდინგ ცენტრში. სიქას აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ შეაჯამა 2018-2021 წლების მუშაობა, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, წალკისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს წარმატებული საკლუბო და საკლასო ინიციატივები, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორმა ქვემო ქართლის რეგიონში ლიანა ღუღუნიშვილმა ისაუბრა ფორუმის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე, ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულ სკოლებსა და პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა PH International-ის წარმომადგენელმა, პროგრამის "მომავლის თაობა" რეგიონული პანიორი ორგანიზაციების ქსელის მენეჯერმა თამუნა ფრუიძემ.

სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.




No comments:

Post a Comment