18 მაისს შიდსით დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ქ. რუსთავში, სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო ღონისძიება.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო, დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება აივ ინფექციის გადაცემის და პრევენციის შესახებ, კონსულტაცია და სწრაფი ტესტირების ჩატარება.
პირველ ეტაპზე სიქას ოფისში, მეგობრობის ქ. #12-ში ჩატარდა მინი სემინარი, რომელზეც დამსწრე მონაწილეებმაც მიიღეს საჭირო ინფორმაცია და გაიკეთეს ტესტები.
ღონისძიება გაგრძელდა ქალაქ რუსთავის მერიის წინ, სადაც სიქას მოხალისეებმა წითელი ფერის სანთლებით გამოსახეს და დაანთეს შიდსის სიმბოლო.
მოქალაქეებს დაურიგდათ წითელი ლენტები, საინფორმაციო ბუკლეტები და მანათობელი ფანრები, რომლებიც სიქას მოხალისეებთან ერთად გაუშვეს.
No comments:
Post a Comment