2014 წლის, 7 მაისს, „ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში“, სიქამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია
”განათლება
ყველასათვის
- საქართველო” ფარგლებში,
ასოციაცია
„ანიკასთან“
პარტნიორობით,
მოაწყო
ფოტო-გამოფენა.
გამოფენაზე
წარმოდგენილი
იყო
ასოციაცია
„ანიკას“
ბენეფიციარების,
40-მდე
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
პორტრეტები.
„ანიკას“
ორგანიზებით
მოეწყო
საქველმოქმედო
ფოტოსესია,
რომელშიც
მოხალისოებრივად
მონაწილეობა
მიიღო
15–მა
ქართველმა
პროფესიონალმა
და
მოყვარულმა
ფოტოგრაფმა.
გამოფენისთვის
ფოტოები
გადაარჩია
გურამ
წიბახაშვილმა.
ფოტოები
საგამოფენო
სივრცეში
7 მაისს
სრული
დღის
განმავლობაში
იყო
გამოფენილი.
გამოფენა
მოინახულეს
მეცნიერებისა
და
განათლების
სამინისტროსა
და
თბილისის
მერიის
წარმომადგენლებმა,
შშმ
პირების
პრობლემებზე
მომუშავე
სხვადასხვა
ორგანიზაციების
წევრებმა,
თბილისისა
და
რუსთავის
საჯარო
სკოლების
მოსწავლეებმა,
სტუდენტებმა
და
სხვა.
დღის
განმავლობაში
გამოფენა
400-ზე
მეტმა
ადამიანმა
ინახულა.
აღსანიშნავია,
რომ
გამოფენას
ასევე
მასპინძლობდნენ
„ანიკას“
ბენეფიციარები,
ფოტოსესიის
მონაწილე
შშმ
პირები,
რომლებიც
ძალიან
კმაყოფილნი
დარჩნენ
გამოფენით,
სიამოვნებითა
და
სიხარულით
უჩვენებდნენ
მნახველებს
თავიანთ
ფოტოებს.
ფოტოგამოფენით
დიდი
კმაყოფილება
გამოხატეს
შშმ
პირთა
მშობლებმაც
და
ოჯახის
წევრებმაც.
- ფოტოგრაფებმა
არაჩვეულებრივი
ხედვა
გამოავლინეს,
ამასაც
განსაკუთრებული
დამოკიდებულება
უნდა,
რომ
ის
პიროვნული
მხარე
რომელიც
ყველაზე
საყვარელია,
ყველაზე
კარგი
და
ლამაზია,
ამ
ბავშვებთან
იპოვო
. ძალიან
კმაყოფილი
ვარ,
მე
ყველა
სურათი
ძალიან
მომეწონა.
- გვითხრა
ერთ-ერთმა
მშობელმა.
- ძალიან
კარგი
გამოფენაა,
ძალიან
თბილი,
აი
ისეთი
- გულიდან
წამოსული.
თითოეული
ფოტოგრაფი
მუშაობდა
გულით.
ძალიან
კარგი
იყო
ფოტოგადაღების
პროცესი
და
კიდევ
უკეთესია
გამოფენა. მე
ვისურვებდი,
რომ
ეს
ადამიანები
კიდევ
უფრო
მეტად
ჩავრთოთ
საზოგადოებაში
და
უფრო
მეტად
გავულამაზოთ
ცხოვრება.
- აღნიშნა
ირაკლი
სეფერთელაძემ
(შშმ
პირი).
No comments:
Post a Comment