22 მაისს სიქამ სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკის მესამე ნაკადი დაიწყო. ბანაკში საქართველოს თერთმეტი რეგიონის 100 წარმომადგენელი იღებს
მონაწილეობას.
ბანაკის
განმავლობაში
მონაწილეები
სიქა-ს გამოცდილი
ახალგაზრდული
ლიდერების
დახმარებით
აქტიურად
ჩაერთვებიან
საბანაკე
აქტივობებში,
შეხვდებიან
საინტერესო
მოწვეულ
სტუმრებს
და
სხვა.
სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი ეწყობა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH International. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში და ასევე საგაზაფხულო ბანაკის ორგანიზატორს.
No comments:
Post a Comment