19 მაისს რუსთავში სიქა-ს ორგანიზებით ჩატარდა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც დაესწრო ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის პროგრამის პარტნიორის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები და მეურვეები, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მშობლები, ადგილობრივი მედია. შეხვედრაზე პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაციამ ქვემო ქართლის რეგიონში - სიქამ მიმოიხილა პროგრამის ოთხწლიანი მიღწევები; რეგიონში პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორმა ლიანა ღუღუნიშვილმა წარმოადგინა ფორუმის მუშაობის ანგარიში, წარმატებული კლუბების წევრებმა ისაუბრეს განხორციელებულ პროექტებსა
და ინიციატივებზე, ბლოგერებმა დამსწრეებს გაუზიარეს ბლოგების კონკურსზე მიღწეული წარმატებები. ღონისძიების დასასრულს პროგრამის ხემძღვანელი ორგანიზაციის PH International-ის წარმომადგენელმა გამოაცხადა ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული ქვემო ქართლის სკოლები და მათ წარმომოადგენლებს გადასცა სერტიფიკატები.

No comments:
Post a Comment