სიქა-ს ახალგაზრდა მოხალისეთა გუნდი მონაწილეობას ღებულობს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამის „ახალგაზრდობა მოქმედებაში“ YIA (Youth In Action) პროექტში „ეკოფოტო“ – “EcoPhoto”, რომელიც მიმდინარეობს სტეფანავანში,
სომხეთი, 30 მაისი-7 ივნისი. პროექტში მონაწილეობს 8 ქვეყნის (დიდი ბრიტანეთი, იტალია,
უნგრეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, ბელორუსია, მოლდოვეთი) 40 ახალგაზრდა. პროექტის
მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც ახალგაზრდები იმსჯელებენ გლობალურ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ გამომწვევებზე,
თუ რა გავლენას ახდენს იგი ქვეყნებზე და ერთობლივად რა ინსტრუმენტები შეიძლება შეიმუშაონ
ადგილობრივ თემებში ცნობიერების ამაღლებისათვის. პროექტის მიმდინარეობისას სხვადასხვა
ქვეყნის ახალგაზრდებს შორის მოხდება გამოცდილების
გაზიარება, ახალი ცოდნა-უნარების გამომუშავება გარემოს, წყლის და მდგრადი განვითარების
საკითხებზე, რის შედეგადაც შეძლებენ ადვოკატირება გაუწიონ ადგილობრივ გარემოსდაცვით
პრობლემებს. პროექტის მონაწილეებს ასევე ჩაუტარდებათ ტრენინგები და ვორკშოპები ფოტოს
გადაღებასთან დაკავშირებით და დასასრულს ერევანში მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომელზეც
გამოვლენილი საუკეთესო ფოტოები გაზიარებული იქნება ფართო საზოგადოებისათვის.
No comments:
Post a Comment