Friday, August 15, 2014

სიქა-მ მონაწილეობა მიიღო პროგრამა „არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის დიალოგის გაუმჯობესება“-ს შემაჯამებელი შეხვედრაში

16-17ივლისს ლოპოტაზე მოეწყო პროგრამა „არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის დიალოგის გაუმჯობესება“-ს შემაჯამებელი შეხვედრა, ღონისძიებაში პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები და საპარალამენტო კომიტეტების თანამშრომლები. სიქა-ს წარმომადგენლებმა პროგრამის მონაწილე სხვა ორგანიზაციების წევრებთან ერთად გააკეთეს პრეზენტაცია პროგრამის ფარგლებში სიქა-ს მიერ შემუშავებულ კვლევის პროექტზე, რომელიც ასახავდა საგრანტო პროექტებში მონაწილეობის გავლენას ახალგაზრდებში სამეწარმეო და თვითინიციატივის უნარების გაზრდაზე. 
პროგრამა განახორციელა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდმა, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია ესექსის უნივერსიტეტი, ტომსონ როიტერის ფონდი და საია.

No comments:

Post a Comment