სიქა-ს თურქმა მოხალისეებმა მიჰრიბან ილმაზმა და ფიგენ
ვურალმა 18 აგვისტოს სიქაში აღნიშნეს თურქეთის ინტერკულტურული დღე. ღონისძიებას დაესწრნენ
რუსთაველი ახალგაზრდები. თურქმა მოხალისეებმა წარმოადგინეს თურქული ცეკვები
და შემდეგ ქართველ ახალგაზდებთან ერთად შეასრულეს თურქული ინტერნაციონალური ცეკვა.
ინტერკულტურულ დღეს ასევე მოხდა თურქეთის ისტორიის, კულტურისა და სამზარეულოს გაცნობა.
ღონისძიების მიზანი იყო თურქი თანატოლების მიერ ქართველი
ახალგაზრდების ინფორმირება თურქეთის კულტურისა და ისტორიის შესახებ.
No comments:
Post a Comment