Wednesday, June 26, 2013

საზაფხულო ბანაკის პირველი ნაკადი დასრულდა

დასრულდა სიქა-ს მიერ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში" ორგანიზებული "სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკის " პირველი ნაკადი. ბანაკში მონაწილეობდნენ სამოქალაქო კლუბების 91 აქტიური წევრი საქართველოს ყველა რეგიონიდან. 

სტუმრები საზაფხულო ბანაკში

სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2013„ - რომელსაც სიქა ახორციელებს PH – International-ის პროგრამა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში, 21-23 ივნისს საინტერესო მოწვეულ სტუმრებს მასპინძლობდა.

ბანაკის 92 მონაწილე შეხვდა სამოქალაქო განათლების ექსპერტს ნინი ბესელიას და ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელს მაია ქობალიას.
მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს აქტიურ მოქალაქეობრივ პოზიციაზე, სამოქალაქო ჩართულობაზე, ასევე გზებზე უსაფრთხო მოძრაობასა და ალკოჰოლის მოხმარების გავლენაზე. 

Friday, June 21, 2013

სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი დაიწყო

2013 წლის 20 ივნისს ბაზალეთში , „სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი - 2013“ -ის პირველი ნაკადი დაიწყო. ბანაკი „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც აფინანსებს USAID - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ხოლო პროგრამას საქართველოში ახორციელებს PH-International. ბანაკის ორგანიზატორია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, რომელიც ამავდროულად პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა ქვემო ქართლის რეგიონში.
„სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2013-ში“ მონაწილეობას იღებენ მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს 11 რეგიონიდან. ბანაკის სამ ნაკადად წარიმართება და სულ მონაწილეობას მიიღებს 276 მონაწილე - სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები, რომლებიც წლის განმავლობაში ინიცირებას უკეთებენ და ახორციელებენ სხვადასხვა სახის სამოქალაქო აქტივობებს. ბანაკის განმავლობაში მონაწილეებს უტარდებათ ტრენინგები სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით, წერენ პროექტებს, რომლებსაც განახორციელებენ თავიანთ სამოქალაქო კლუბებში სასწავლო წლის განმავლობაში. ბანაკის ყოველი დღე დატვირთულია სახალისო - შემეცნებითი საბანაკე აქტივობებით, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეების დაახლოებას.

Wednesday, June 19, 2013

15-16 ივნისის ეკო-დასუფთავების აქცია-ლაშქრობა


15-16 ივნისს, გაიმართა ეკო-დასუფთავების აქცია-ლაშქრობა, საქართველოს ბუნების მოყვარულთა ასოციაციის, ორგანიზაცია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, EMT და CISV-საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით. პროექტის სახელწოდება იყო Mobilize communities living near the River Alazani Riparian Forests and prepare them to assist conservation of the target area, ხოლო დონორი ორგანიზაცია გახლდათ Rufford small grant foundation.
პროექტი ითავლისწინებდა 2 დღიან დასუფთავების აქცია-ექსკურსიას ბაწარა-ბაბანეულის ნაკრძალში. გასვლითი მცირე სალექციო კურსი გაიმართა შემდეგ საკითხებზე: დაცული ტერიტორიის გაცნობა, ნაკრძალში მოქცევის წესები,საველე სემინარი ეკოტურიზმის შესახებ, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება და მნიშვნელოვნება. 2 დღიან აქციაში მონაწილეობა მიიღო 35 ახალგაზრდამ. მათ გაასუფთავეს ნაკრძალის გარკვეული ტერიტორია და უფრო ახლოს გაეცნენ ნაკრძალის ბიომრავალფეროვნებასაც. 15 ივნისს, სასიამოვნო ემოციებით გადაღლილი მონაწილეები დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს.

16 ივნისის დასუფთავების აქცია

გარემოს დაცვის სამინისტრომ ივნისის თვე გარემოს დაცვის თვედ გამოაცხადა. 16 ივნისი კი - საქართველოში გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადდა დასუფთავების დღედ. სიქაც ორგანიზაცია "ეკოხედვასთან" ერთად შეურთდა ამ აქციას. სიქა-მ შეკრიბა რუსთაველი და მარტყოფელი ახალგაზრდები და ერთად დაასუფთავეს მარტყოფის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია.

Sunday, June 16, 2013

დელეგაცია youth in Action პროგრამის ფარგლებში ესპანეთში გაემგზავრა

16 ივნისს სიქასა და CISV საქართველოს დელეგაცია youth in Action პროგრამის ფარგლებში გაემგზავრა სოფელ იბორტში, რომელიც მდებარეობს მადრიდის ჩრდილო აღმოსავლეთით და მიანოს აღმოსავლეთით 45 კილომეტრის მანძილზე. პროექტის "WEN" მიზანია სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება. 10 დღე, რომელსაც დელეგაცია იქ გაატარებს მოიცავს ფიზიკურ მუშაობას, ტრენინგებსა და ექსკურსიებს.

Special Certification Ceremony

Special Certification Ceremony was held on June 12, 2013 at SIQA. The Access students were awarded with Enrollment Certificates that officially indicates their participation in English Access Microschilarship Program 2013-2014. Each Certificate is signed by the US Ambassador Richard Norland.

Sunday, June 9, 2013

პროექტი "BE THE CHANGE: TIME FOR VOLUNTEERING"

სიქა-ს მონაწილოებით 24-31 მაისს, თურქეთში ქალაქ ოსმანიესთან, მოხალისეობის თემაზე Youth In Action-ის ფარგლებში მოეწყო პროექტი "BE THE CHANGE: TIME FOR VOLUNTEERING". პროექტში ჩართულნი იყვნენ წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან: თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ლიტვა, ლატვია, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ესპანეთი, რუმინეთი, უნგრეთი. პროექტის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მოხალისეობრივი საქმიანობის პრიორიტეტებსა და დადებით მხარეს გასცნობოდნენ; განეხილათ, თუ რატომაა მოხალისეობა ლოკალურ დონეზე არაპოპულარული, რატომ ცდილობს ყველა მხოლოდ სხვა გარემოში იყოს მოხალისე და საკუთარ გარემოცვაში არ აქტიურობს რაიმეს სასიკეთოდ შესაცვლელად. რამდენად რთულია საშინაო და ლოკალური აქტივობებისათვის მოხალისეს პოვნა - ახალგაზრდები ცდილობენ EVS პროგრამით სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობას და სხვა ტურისტულ ადგილებში მოხალისეობრივი საქმიანობის კეთებას, მაშინაც კი თუ საკუთარ ქვეყნაში მოხალისეობრივი საქმიანობის გამოცდილება არ აქვთ.

Monday, June 3, 2013

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი აქცია

1 ივნისს, სიქა შეუერთდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. სიქას ოფისში შეკრებილმა ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს ბავშვთა უფლებებისა და 1 ივნისის დანიშნულების შესახებ. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზირეს ბავშვობის საინტერესო და სახალისო ისტორიები, დიდ სტენდზე კი ბავშვებისთვის სურვილები ჩამოწერეს. აქტივობა ოფისის გარეთ გაგრძელდა და მონაწილეებმა ქუჩაში მოსიარულე ბავშვები ფერადი ბუშტებითა და კეთილი სურვილებით გაახარეს.