სიქა-ს მონაწილოებით 24-31 მაისს, თურქეთში ქალაქ ოსმანიესთან, მოხალისეობის თემაზე Youth In Action-ის ფარგლებში მოეწყო პროექტი "BE THE CHANGE: TIME FOR VOLUNTEERING". პროექტში ჩართულნი იყვნენ წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან: თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ლიტვა, ლატვია, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ესპანეთი, რუმინეთი, უნგრეთი. პროექტის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მოხალისეობრივი საქმიანობის პრიორიტეტებსა და დადებით მხარეს გასცნობოდნენ; განეხილათ, თუ რატომაა მოხალისეობა ლოკალურ დონეზე არაპოპულარული, რატომ ცდილობს ყველა მხოლოდ სხვა გარემოში იყოს მოხალისე და საკუთარ გარემოცვაში არ აქტიურობს რაიმეს სასიკეთოდ შესაცვლელად. რამდენად რთულია საშინაო და ლოკალური აქტივობებისათვის მოხალისეს პოვნა - ახალგაზრდები ცდილობენ EVS პროგრამით სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობას და სხვა ტურისტულ ადგილებში მოხალისეობრივი საქმიანობის კეთებას, მაშინაც კი თუ საკუთარ ქვეყნაში მოხალისეობრივი საქმიანობის გამოცდილება არ აქვთ.
No comments:
Post a Comment