სიქა-ს ორგანიზებით 13 ნოემბერს, ქესალოს, ვახტანგისისა და გარდაბნის არაქართული სკოლების 20 მოსწავლე და 3 მასწავლებელი იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის იუსტიციის სახლს ეწვივნენ.
ნოტარიატისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა დავით მაისურაძემ სტუმრებს სამინისტროს დეპარტამენტები და სასწავლო ცენტრი დაათვალიერებინა. მოსწავლეები გაეცნენ სამინისტროს ახალგაზრდულ პროექტებს, დასაქმების პერსპექტივას. ყველაზე მეტად კი სტაჟირების სისტემით დაინტერესდნენ, რომელსაც სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტი ახორციელებს. მათმა უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა სამომავლოდ ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამებში.
სამინისტროს დათვალიერების შემდგეგ მოსწავლეებმა თბილისის იუსტიციის სახლში გადაინაცვლეს, სადაც მასპიმძლობა მენეჯერის თანაშემწემ ნათია ლატარიამ გაუწია. მოსწავლეები გაეცნენ 250-ზე მეტ სერვისს, რომელიც ერთ სივრცეშია გაერთიანებული. მოეწყო სპეციალური ტური, რომლის დროსაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ სერვისცენტრის ფუნქციონირებას, თავისი თვალით ენახათ ჯასტ-კაფესა და ჯასტ-დრაივის ნოვაციური მომსახურებები.
მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
სამინისტროს პროექტს „ჩვენი საზოგადოება“, რომლის ფარგლებშიც ეწყობა მსგავსი ტიპის ვიზიტები, 1 წელი შეუსრულდა და სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად სამინისტრომ უმასპინძლა ქვემო ქართლის საჯარო სკოლებს.
No comments:
Post a Comment