23 ოქტომბერს ძველი ქვეშის აზერბაიჯანულ სკოლაში
ACETT პროგრამის საგრანტო პროექტი ფარგლებში შექმნილი ქართული ბიბლიოთეკის
პრეზენტაცია მოეწყო. სიქა პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა ქვემო ქართლის
რეგიონში, რომელიც ეთნიკური სიჭრელით გამოირჩევა. პროგრამაში
ჩართულია 34 არაქართული სკოლა ქვემო ქართლის რეგიონიდან. გრანტის
ფარგლებში შექმნილი ქართული ბიბლიოთეკა წარმატებით ფუნქციონირებს და ხელს
უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრაციას. შეხვედრას ესწრებოდნენ
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფლის დეპუტატი, პროგრამა
ჰარმონიის წარმომადგენელი, მეზობელი აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეები და
პედაგოგები.
No comments:
Post a Comment