სიქა-ს ორგანიზებით 28 ნოემბერს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში სართიჭალის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებთან სამუშაო შეხვედრა მოეწყო. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ერთმანეთს საკუთარი კლუბების საქმიანობები გააცნეს, რის შემდეგაც კლუბების მიხედვით გადანაწილდნენ და კლუბის მუშაობის სამომავლო გეგმები დასახეს. დაგეგმილი აქტივობები ერთად განიხილეს და ერთმანეთისგან რჩევები მიიღეს. შეხვედრის მეორე ნაწილში მცირე გრანტების საკონსულტაციო შეხვედრა შედგა. მოსწავლეები გაეცნენ კონკურსის თემებს და განაცხადის შევსების პროცედურას. შეხვედრას სართიჭალის 2 სკოლის 15 მოსწავლე დაესწრო.
ამავე დღეს სიქა-ს ორგანიზებით შედგა მეორე შეხვედრაც. სართიჭალის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბები შეხვდნენ ფსიქოლოგსა და სოციალურ მუშაკს მადონა დუდაშვილს. მოწვეული სტუმარი მოსწავლეებს ესაუბრა ძალადობის სხვადასხვა ფორმებსა და მის პრევენციის ღონისძიებებზე, იმ სამსახურების შესახებ, რომელსაც ძალადობის მსხვერპლმა შეიძლება მიმართოს დახმარებისა და კონსულტაციისათვის.
No comments:
Post a Comment