Wednesday, March 19, 2014

ტრენინგი გენდერულ თანასწორობაზე


სიქა-ს ევროპელ მოხალისეებმა 14 მარტს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „გენდერული თანასწორობა“. ტრენინგი ჩატარდა გარდაბნის #1 საჯარო სკოლაში, რომელსაც დაესწრო სამოქალაქო კლუბ "Creative Teenagers" 24 წევრი.
ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებს უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ გენდერული თანასწორობის შესახებ. ტრენინგი მიმდინარეობდა ინტერაქტიულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეები გაეცნენ უცხოელი მოხალისეების მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, სადაც მოყვანილი იყო საქართველოში გენდერული თანასწორობა-უთანასწორობის მაგალითები. ტრენინგი მიმდინარეობდა თარგმანით ინგლისურიდან ქართულ ენაზე. ღონისძიების დასასრულს კლუბის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ტრენინგის გამო და აღნიშნეს, რომ მსგავსი ტრენინგები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის საკითხში. 

No comments:

Post a Comment