Monday, March 10, 2014

რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების სამუშაო შეხვედრა სიქა-ს ოფისში


4 მარტს რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები სიქას ოფისში შეიკრიბნენ და ერთმანეთს თებერვლის თვეში განხორციელებული აქტივობები გაუზიარეს.
კლუბები ჩაერთვნენ სიქას მიერ გამოცხადებულ აქტივობაში „გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში“, რომლის ფარგლებში კლუბებში მოიწვიეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებთანაც მოაწყვეს შეხვედრა და დისკუსია მათთვის საინტერესო და სასარგებლო თემებზე.
აქტივობაში მონაწილეობისთვის კლუბებს საჩუქრად გადაეცათ საკანცელარიო კომპლექტი, რომელსაც კლუბში მუშაობის დროს გამოიყენებენ.
შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს ინიციატივებსა და შედეგებზე, რომლითაც სხვადასხვა დაწესებულებებს მიმართეს.
მაგალითისთვის, რუსთავის 23-ე სკოლის სამოქალაქო კლუბს რესტორანმა „თამადამ“ 50 ლარის ღირებულების ტკბილეული და იები გადასცა, რომლითაც კლუბმა 3 მარტს მოხუცთა სახლის ბინადარნი გაახარეს.
რუსთავის #20 სკოლის ინიციტივაზე კი ი.მ. „ზურაბ გიორგაძემ“ თანხმობა განაცხადა და მოსწავლეებს სკოლის ღობის შესაღებად 15 კოლოგრამი საღებავი და 5 ცალი ფუნჯი უფასოდ გადასცა.
მოსწავლეებმა ერთობლივად დაგეგმეს სამომავლო აქტივობა, რომელიც საგზაო წესების დაცვის პროპაგანდას ემსახურება და მომდევნო სამუშაო შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.

No comments:

Post a Comment