27 თებერვალს თბილისში აირექსის განათლების მულტიმედიურ ცენტრში მოეწყო ონლაინ კონფერენცია, რომლის სტუმარი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. კონფერენციას რეგიონების სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები პროგრამის პარტნიორი ადგილობრივი ორგანიზაციების ოფისიდან ადევნებდნენ თვალს. სკაიპის მეშვეობით ხდებოდა კითხვების მიწოდება.
სიქას ოფისიდან ონლაინ კონფერენციაში ჩაერთვნენ რუსთავის #2, #4, #17 და #23 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები. კონფერენციის დასაწყისში ქ-ნმა ლიამ ისაუბრა მოსწავლეთა მონაწილეობის შესახებ დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში, მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი ხედვა, თუ როგორ შეუძლიათ მათ მონაწილეობის მიღება სკოლაში თუ სკოლის გარეთ არსებული პრობლემების მოგვარებაში. შემდეგ კონფერენცია გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟმში. ახალგაზრდებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, როგორიცაა მე-12 კლასის საკითხი, გამოცდები სკოლებში, სამოქალაქო კლუბების მომავალი და სხვა. მოსწავლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ონლაინ კონფერენციის შესახებ და მსგავს შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
კონფერენცია მოეწყო PH International-ის ორგანიზებით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ფარგლებში.
No comments:
Post a Comment