Saturday, March 29, 2014

ტრენინგი სიქა-ს ახალგაზრდა ლიდერებისთვის


2014 წლის 28 მარტს სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ახალგაზრდულ ლიდერებს, ჩაუტარდათ ტრენინგი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კურსებზე. შეხვედრას ესწრებოდა 15 ლიდერი, ტრენინგი სიქა-ს ინიციატივით, „ბი-დი-სი აკადემიის“ ტრენერებმა ჩაატარეს. 
პროგრამა ითვალისწინებდა გადაუდებელ შემთხვევებს, კერძოდ:
1. უგონო მდგომარეობები, ამოცნობა.
2. ცენტრალური პულსის და სუნთქვის შემოწმება.
3. სასუნთქი გზების გახსნის ტექნიკა და გულის არაპირდაპირი მასაჟი.
4. ასევე გარეგანი ავტომატური დეფიბრილიატორის მუშაობის პრინციპის ახსნა.
შეხვედრა შედგა „ბი-დი-სი აკადემიის“ ოფისში ქ. თბილისში, რომელიც გაგრძელდა ერთი საათი.

No comments:

Post a Comment