ფოტო აღებულია US Embassy Tbilisi, Georgia ფეისბუკის გვერდიდან |
ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა 27 მარტს შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის ე.წ. STEM სფეროებში წარჩინებული ქალები და მოსწავლე გოგონები ესწრებოდნენ. წელს საელჩოს ფოკუსი STEM სფეროში წარმატებული ქალების წარმოჩენაა.
სიქა-ს ორგანიზებით შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის, მარნეულისა და თეთრიწყაროს საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნებში წარმატებულმა 5 მოსწავლემ, რომლებიც სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრებიც არიან. გოგონებს საშუალება ჰქონდათ STEM სფეროებში წარჩინებული ქალებისგან პირადად მიეღოთ კარიერული და ცხოვრებისეული რჩევები. იხ. ფოტოები.
No comments:
Post a Comment