29 აგვისტოს სიქა-ს ორგანიზებით რუსთავის
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა სემინარი "რატომ უნდა გავხდე
მოხალისე". მოხალისის ცნება, მოხალისეობის მნიშვნელობა საზოგადოებრივ
ცხოვრებაში, საქართველოსა და უცხოეთში ქართველი ახალგაზრდებისათვის
მოხალისეობის პერსპექტივები - ეს გახლდათ სემინარის ძირითადი თემები.
შეხვედრას დაესწრო 50-დე რუსთაველი და თბილისელი ახალგაზრდა. მონაწილეებმა
მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია ევროპული მოხალისეობრივ სერვისის პროგრამაში
მონაწილეობის შესახებ.
No comments:
Post a Comment