Sunday, January 20, 2013

ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში

2012 წლის 12 ივნისს სიქას ორგანიზებით მოეწყო ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის რეგიონის 8 საჯარო სკოლის (მარნეულის #5, ბოლნისის #5, კუმისის, ასურეთის, რუსთავის #1, #13, #22 და #23) 16 მოსწავლემ და 4-მა სამოქალაქო კლუბის მეურვემ. ამას გარდა, ვიზიტის მონაწილეები იყვნენ სიქას სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები და ევროპელი მოხალისეები. ვიზიტი მონაწილეებისათვის საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, პრეზიდენტის სასახლის გიდის დახმარებით მონაწილეებმა დაათვალიერეს სასახლის სამივე სართული, კერძოდ: ოთახი, სადაც მოთავსებულია პრეზიდენტის საჩუქრები (სხვადასსხვა ოფიციალური ირის მიერ ნაჩუქარი სამახსოვრო ნივთები), გაეცნენ XI საუკუნის უნიკალური მოოქროვილი ბიბლიის ისტორიას. ეს ბიბლია სრულიად საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ უსახსოვრა პრეზიდენტს. ვიზიტისას იხილეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დარბაზი, სადაც იმართება დახურული სხდომები. ვიზიტის ყველა მონაწილე სამახსოვრო პრიზებით დასაჩუქრდა.
სურათები იხილეთ აქ https://www.facebook.com/media/set/?set=a.2882323835657.97773.1786931566&type=1

No comments:

Post a Comment