სიქა-ს პარტნიორობითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით 8-9 დეკემბერს მოეწყო საპარლამენტო ფორმატის დებატების ტურნირი.
250-მდე მსურველიდან ტურნირისთვის შეირჩა 48 მონაწილე.
ტურნირამდე სიქა-ს გუნდმა ორდღიანი ტრენინგები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ საპარლამენტო დებატის სტრუქტურას, წესებს, მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
გადამზადებულ სტუდენტებს შორის კი მოეწყო ორდღიანი ტურნირი. თამაშებს კი სიქა-ს კვალიფიციური მსაჯები აფასებდნენ.
გამოვლინდა პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები და დასახელდა 5 საუკეთესო მომხსენებელი, რომლებსაც სხვადასხვა პრიზი გადაეცათ.
სტუდენტურმა თვითმმართველობამ სიქა-სთან სამომავლოდ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
P.S. სიქა აქტიურ თანამშრომლობას აპირებს სხვადასხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობასთან, ასევე სიქა-ს ორგანიზებით იგეგმება მეგობრული ტურნირი საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სტუდენტებს შორის.
No comments:
Post a Comment