2012 წლის 14 სექტემბერს სიქას ორგანიზებით რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო დებატი თემაზე "არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა იყოს?". საჯარო დებატებში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის გუნდებმა. დებატებს ესწრებოდნენ ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები, საგანმანათლებლო დებატების ექსპერტები, ადგილობრივი მედია. "ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ დღეს ჩვენს საზოგადოებაში იკრიბებოდეს ვინმე და მსჯელობდეს არჩევნებში მონაწილეობის ვალდებულებაზე, არჩევნების ორგანიზების ფორმებზე და სხვა მსგავს თემებზე. დღევანდელი დებატები გვარწმუნებს იმაში, რომ აქტიური მოქალაქეების თაობა იზრდება" - განაცხადა შეხვედრის დასასრულს საგანმანათლებლო დებატების ექსპერტმა ქ-მა ნინო ბერიშვილმა.
No comments:
Post a Comment