1 დეკემბერს სიქა-ს, CISV-Georgia და იმეჯინ კლუბის ორგანიზებით, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა დისკუსია, რომელიც ეხებოდა შიდსის პრევენციას და მუსიკის როლს ამ დაავადების პრევენციაში.
ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდობისთვის ინფორმაციის მიწოდება შიდსის ვირუსზე, დაავადების გადადებისა და პრევენციის შესახებ, ასევე საზოგადოების დამოკიდებულებაზე აივ ვირუსით დაავადებული ადამიანების მიმართ.
დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ ახალგაზრდები. ნაჩვენები იყო ქართული ფილმი "სტიგმა", რომელიც ასახავდა აივ ვირუსით დაავადებული ადამიანის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემას.
No comments:
Post a Comment