პროგრამა "Youth in Action"-ის ფარგლებში პოლონეთში, ქალაქ ლუბლინში 2012 წლის 11-21 ივლისს პოლონური ორგანიზაცია "European Meeting Centre - Nowy Staw Foundation"-ის მიერ ორგანიზებულ პროექტში "YOUTH FROM THE KITCHEN" მონაწილეობას სიქას ხუთი მოხალისე იღებდა: ლელა ნიკოლაძე, ლაშა კვინიკაძე, მარი ყოლბაია, თამარ ქალხიტაშვილი, ელენე ხუხია. პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები 6 ქვეყნიდან: პოლონეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ლატვია, საბერძნეთი.პროექტი შეეხებოდა ახალგაზრდების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ნაციონალური კერძების, ჯანსაღი კვებისა და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს, ამასთანავე ტრადიციების გაცნობასა და ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. პროექტის ბოლო დღეს ექვსივე ქვეყნის მონაწილეებმა ორგანიზება გაუკეთეს ჯანსაღი კვების შესახებ აქციას ლუბლინის ცენტრში Plac Litewski-ზე.
No comments:
Post a Comment