18 მაისს სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ შეაჯამა პროექტის "საქართველოში სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობით" და "დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით" მიმდინარეობა. შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა ქ. მარნეულში, ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“-ის წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ 5 ვორკშოპ/დოკუმენტური ფილმების განხილვას ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნოსის 30-ზე მეტი ახალგაზრდა და ქალი დაესწრო. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ისაუბრეს ვორკშოპებზე მიღებულ ცოდნასა და უნარებზე. სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენელმა, იურისტმა მურადხან გუსეინოვმა ისაუბრა საქართველოს კანონმდებლობით ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამების დანაშაულზე არსებულ სასჯელზე. ჩატარებული სემინარებისა და დოკუმენტური ფილმების განხილვით მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეებმა მოამზადეს პოსტერები მედიაწიგნიერების თემაზე, მოეწყო პოსტერების გამოფენა.
No comments:
Post a Comment