რუსთაველი მოზარდებისთვის ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და ა.ა.ი.პ. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით იწყებს „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Microscholarship Program).
„ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Micro-scholarship Program – Access) უკვე მრავალი წელია (2010 წლიდან) ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი („პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში“), ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა 13-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის ეკონომიკურად და სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან. პროგრამაში ჩართული ბავშვები, ინგლისური ენის შესწავლასთან ერთად განივითარებენ ლიდერის თვისებებს, შესაძლებლობა ექნებათ შეაფასონ თავიანთი უნარ-ჩვევები, დაისახონ მიზნები და ჰქონდეთ სწრაფვა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიალურად გამოვლენისკენ.
პროგრამა ორწლიანია და მოიცავს სწავლების 4 სემესტრს (420 კონტაქტურ სასწავლო საათი).
- პირველი სემესტრი: ოქტომბერი-დეკემბერი 2021
- მეორე სემესტრი: იანვარი-ივნისი 2022
- მესამე სემესტრი: სექტემბერი-დეკემბერი 2022
- მეოთხე სემესტრი: იანვარი-ივნისი 2023
ორწლიანი პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ამერიკის ელჩის მიერ ხელმოწერილი სერთიფიკატები.
25 მონაწილის არჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე. შერჩეული მოსწავლეები გადანაწილდებიან ორ ჯგუფში წინასწარი ტესტირების საფუძველზე, ისე, რომ თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს 13-ს. პროგრამის მონაწილეებს ორსაათიანი ინგლისურის გაკვეთილები ჩაუტარდება კვირაში სამჯერ, არასასკოლო საათებში.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია, რომლის ელ.ვერსია დაგზავნილია ქ.რუსთავის საჯარო სკოლებში. აპლიკაციის მიღება ასევე შესაძლებელია სიქას ოფისში 12:00-17:00 სთ-ში შაბათ-კვირის გარდა. მისამართი: ქ.რუსთავი, მეგობრობის ქ. #12-56. შევსებული აპლიკაციისა და თანდართული დოკუმენტების (დოკუმენტების ჩამონათვალი მითითებულია აპლიკაციაში) მიღება დასრულდება ა/წ 24 სექტემბერს.
კონკურსი ღიაა ნებისმიერი პიროვნებისათვის, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ასაკი: | 13-16 წლის
|
ინგლისური ენის ცოდნა: | შერჩეული მოსწავლე უნდა ფლობდეს ინგლისურს საბაზისო დონეზე მაინც |
სოციო-ეკონომიკური სტატუსი: | დაბალი ან ქვედა-საშუალო ფენიდან/ ეკონომიკურად შეჭირვებული და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახიდან |
აკადემიური მოსწრება: | შერჩეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების დონე სკოლაში უნდა შეესაბამებოდეს 7 ქულას მაინც (10 ქულიან სისტემაში)
|
ყოფაქცევა: | შერჩეული მოსწავლის ყოფაქცევა სკოლაში შეფასებული უნდა იყოს, როგორც მისაღები/დამაკმაყოფილებელი მაინც
|
არასრულყოფილი აპლიკაციები არ განიხილება
No comments:
Post a Comment