“სიქა” სლოვაკური ორგანიზაციის “LEGEND FOTO”-ს ლიდერობით ახორციელებს პროექტს "Carpathian and Caucasian Youth Initiatives Project"
. 2021 წლის 9-19 ოქტომბერს პროექტის ფარგლებში ტარდება სასწავლო ტური ვიშეგრადის ქვეყნებში: უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი. პროექტს აფინანსებს ვიშეგრადის ფონდი. ტურის განმავლობაში პროექტის მონაწილეები ეწვევიან 4 ქვეყნის საგანმანათლებლო, პროფესიულ, სათემო, მუნიციპალურ და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, გაეცნობიან როგორ მუშაობენ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები ვიშეგრადის ქვეყნებში.
სასწავლო ტურში საქართველოდან მონაწილეობას იღებს კოლეჯ "მოდუსის" დელეგაცია დირექტორის პავლე თვალიაშვილის ხელმძღვანელობით. 11 ოქტომბერს პროექტის მონაწილეები ეწვივნენ უნგრეთში ნეირიგაზას პროფესიულ ცენტს, რომელიც აერთიანებს პროფესიული სწავლებისა და სათემო ცენტრებს; დაათვალიერეს ტექნოლოგიების ცენტრი, ინოვაციების ლაბორატორია, ელექტროობის სასწავლო სივრცე, სამკერვალო საქმის სასწავლო სახელოსნო, ხის დამუშავების საამქრო და კამპუსი. კოლეჯ "მოდუსსა" და ნეირეგაზას პროფესიულ ცენტრს შორის მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაიმართა სამუშაო შეხვედრა. მონაწილეები შეთანხმდნენ რომ განიხილავენ პროექტებს მსგავსი პროგრამების სტუდენტებისა და მასწავლებლების
მონაწილეობით.
No comments:
Post a Comment