Tuesday, September 13, 2016

სიქა-ს ორგანიზებით დელეგაცია საქართველოდან ბერლინში U18 პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდული არჩევნების მიმდინარეობას და შეჯამებას დაესწრო


7-10 სექტემბერს სიქა-ს ორგანიზებით დელეგაცია საქართველოდან ბერლინში U18 პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდული არჩევნების მიმდინარეობას და შეჯამებას დაესწრო.
სიქა-ს პარტნიორობით გერმანული ორგანიზაცია DRA ახორციელებს საერთაშორისო პროექტს "We Can Do More! - The Development of civic activity of youth in the regions of Ukraine, Georgia and Russia" "მეტი შეგვიძლია! - ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა უკრაინის, საქართველოსა და რუსეთის რეგიონებში“. პროექტი მიმართულია აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ფორმირებისაკენ ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რომელთაც ჯერ არა აქვთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. პროგრამა აძლევს მათ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ საარჩევნო პროცესში. 
ქართული დელეგაცია, უკრაინელ და რუს კოლეგებთან ერთად ეწვია ბერლინის სკოლებსა და ახალგაზრდულ ცენტრებს, გაეცნო ახალგაზრდული არჩევნების მიმდინარეობას. დაესწრო U18 არჩევნების შედეგების შეფასებას, არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლების მიერ პარტიების პროგრამების პრიორიტეტების წარდგენას. გერმანელმა სამოქალაქო აქტივისტებმა და სამოქალაქო განათლების ექსპერტებმა დელეგაციის წევრებს გაუზიარეს მათი გამოცდილება ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების კუთხით. ფოტოგალერეა

No comments:

Post a Comment