16.04.2013 რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქა-ს ორგანიზებით შედგა შეხვედრა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილსა (გადაცემა ეტალონის წამყვანი) და სამოქალაქო განათლების კლუბების წევრთა შორის. სტუმარმა შეხვედრა დაიწყო შემდეგი სიტყვებით „მე არ მინდა, ეს შეხვედრა ჩატარდეს მხოლოდ შეხვედრისთვის“. მთავარი აქცენტი გაკეთდა ადამიანის მოტივაციის მიზეზებსა და შედეგებზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი გადაწყვეტილების მიღებას. სტუმარმა აუდიტორიას გაუზიარა გადაცემის შექმნის გამოცდილება.
შეხვედრამ ძალიან საინტერსოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, რაზეც მეტყველებს მონაწილეთა უკუკავშირი.
კითხვაზე „დამისახელეთ ერთი რამ, რაც გასწავლათ დღევანდელმა შეხვედრამ?“ მონაწილეებმა შემდეგნაირად უპასუხეს:
პაატა ცაბუტაშვილი რუსთავის #12 სკოლა - „ვისწავლე, რომ არ უნდა დავნებდე და გავუმკლავდე სირთულეებს მიზნის მისაღწევად“.
ლუკა გელაშვილი რუსთავის #22 სკოლა - „აზრის გამოხატვის კომპლექსი არ უნდა გქონდეს“.
ლიკა ცხოვრებაშვილი რუსთავის #9 სკოლა - „მასწავლა, როგორ დავგეგმო ჩემი ცხოვრების ეტაპები“.
ნათია გელხვიძე რუსთავის #26 სკოლა - „რწმენა და თავდაჯერებულობა იმისთვის, რომ წარმატებული იყო“.
მარიამ ცქიტიშვილი რუსთავის #24 - „გამოცდა არ არის დაბრკოლება, ის არის ბიძგი წინსვლისკენ“.
შეხვედრა მოეწყო „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია ქვემო ქართლში სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია კვლავ აგრძელებს საინტერესო სტუმრების მოწვევას სამოქალაქო კლუბების წევრებთან შესახვედრად.
No comments:
Post a Comment