Tuesday, February 25, 2014

სამოქალაქო კლუბების შეხვედრა თამარ გურჩიანთან


21 თებერვალს სიქა-მ ორგანიზება გაუკეთა საინტერესო შეხვედრას ქალბატონ თამარ გურჩიანთან, რომელსაც აქტიური მოქალაქეობის დიდი გამოცდილება აქვს. სამოქალაქო კლუბების ლიდერებთან შეხვედრისას მან ახალგაზრდებს გაუზიარა თავისი გამოცდილება, რაც საინტერესო დისკუსიაში გადაიზარდა. ახალგაზრდები დაინტერესდნენ თამარის შეხედულებებით სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, ასევე მისი საქმიანობით.
თამარ გურჩიანმა საკუთარი გამოცდილების საფუძველზე არაერთხელ გააჟღერა მთავარი გზავნილი, რომ ყველა სფეროში წარმატება მოდის მხოლოდ და მხოლოდ ბევრი შრომის და სწავლის შედეგად. ახალგაზრდები დიდი ინტერესით უსმენდნენ მოწვეულ სტუმარს.
შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის სამოქალაქო კლუბების წევრები. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა დიდი მადლობა გადაუხადეს მოწვეულ სტუმარს ნაყოფიერი და საზოგადოებისთვის სასარგებლო ცხოვრების გამო.

No comments:

Post a Comment