Thursday, February 13, 2014

სამოქალაქო კლუბის წევრების ვიზიტი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში


12 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით შედგა კიდევ ერთი ინფორმაციული და საინტერესო შეხვედრა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. შეხვედრას გიდობა გაუწია სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა, ნატა სულთანიშვილმა. მონაწილეები გაეცნენ სამინისტროს სხვა დეპატრამენტებსაც: დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სატყეო-საბაზისო სანერგე მეურნეობას, ეროვნულ სატყეო სააგენტოს.
ვიზიტორი სკოლები იყვნენ: თეთრიწყაროს #1 და #2, კოდის, ასურეთის, რუსთავის #15 და #26 სამოქალაქო კლუბების წევრები.
მონაწილეები გაეცვნენ გარემოს დაცვის სამინისტროს თითოეული დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებს და უშუალოდ მათგან მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე: ხე-ტყის უკანონო მოჭრის, ნაგავსაყრელის, ნადირობა-თევზაობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს ახალგაზრდებთან თანამშრომლობის სურვილი და მზაობა.
ვიზიტი შედგა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH International . სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

No comments:

Post a Comment