7 მარტს სიქა-ში მოეწყო ვორკშოპი თემაზე "როგორ გადავიღოთ ვიდეო". შეხვედრის მიზანი იყო პროგრამა „მომავლის თაობა“ სამიზნე სკოლების მოსწავლეები გაცნობოდნენ ვიდეო გადაღების ელემენტებს და პრაქტიკულად განეხოციელებინათ ვიდეო გადაღება. ტრენინგზე მიღებულ ცოდნასა და უნარებს ახალგაზრდები გამოიყენებენ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობების გასაშუქებლად. ტრენინგს ესწრებოდნენ ახალი სამგორის, ახალსოფლის, ვაზიანის #2, თელეთის, რუსთავის #6 საჯარო და კერძო სკოლების "საუნჯე", "რეცა" და "რუსთველის" მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სულ 26 მონაწილე.
მოწვეულმა ტრენერმა დარიკო ხუბაშვილმა მოსწავლეებს გააცნო, რა ტექნიკური საშუალებებით არის შესაძლებელი ვიდეოგადაღება, რა სახის ვიზუალური და აუდიო მასალა შეიძლება იყოს გამოყენებული ვიდეოში, როგორ უნდა გვეჭიროს ვიდეოკამერა, როგორ ვიმოძრაოთ ვიდეოკამერით, როგორი ხედები არსებობს, როგორ ჩავწეროთ ინტერვიუ.
ვიდეო და ფოტოკამერებით აღჭურვილი ტრენინგის მონაწილენი გავიდნენ რუსთავის ქუჩებში, გადაიღეს ვიდეოები და ოფისში დაბრუნების შემდეგ შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები; აღნიშნეს, რა გამოვიდა კარგად, რა შეიძლება რომ შეცვალონ. ტრენინგის დასასრულს მოსწავლეებმა მიიღეს დავალება, გადაიღონ ვიდეოები სამოქალაქო თემებზე.
სიქა მომავალშიც გეგმავს ამავე ტრენინგის ჩატარებას პროგრამის პარტნიორი სხვა სკოლების მოსწავლეებისთვის.
No comments:
Post a Comment