Friday, March 6, 2015

სიქამ "ინგლისური ენის ხელიმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის" დახურვის ღონისძიება გამართა


5 მარტს, სიქამ რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტში "ინგლისური ენის ხელიმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის" დახურვის ღონისძიება გამართა. სიქა-მ ორწლიანი პროგრამის მეორე ნაკადს უმასპინძლა. პროგრამა ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერითა და PH International -ის ორგანიზებით. პროგრამის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში 25-მა მოსწავლემ შეჭირვებული ოჯახებიდან, მაღალკვალიფიციური პედაგოგის ქეთი მაისურაძის დახმარებით გაიღრმავა ინგლისური ენის ცოდნა, აიმაღლა ლიდერული თვისებები. 
პროგრამის დახურვის ემოციურ ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე ჯეიმს დუი, აშშ-ს საელჩოს ინგლისური ენის პროგრამის კოორდინატორი ლიკა გუმბერიძე, PH International -ის ინგლისური ენის პროგრამის მენეჯერი ნანა იოსელიანი - მეისნერი. ქ. რუსთავის საჯარო სკოლების დირექტორები, სიქას წარმომადგენლები, მოსწავლეების მშობლები.
სტუმრებმა აღფრთოვანება გამოხატეს სიქა-ში პროგრამის მიმდინარეობით, მიღწეული შედეგებისათვის მადლობა გადაუხადეს ინგლისური ენის პედაგოგს. ფოტო

No comments:

Post a Comment